Showing posts with label Istanbul. Show all posts
Showing posts with label Istanbul. Show all posts

Sunday, April 03, 2011

Istanbul - სტამბული - Κωνσταντινούπολις - Constantinople

მართალია, ცოტა მოგვიანებით ვწერ, მაგრამ ამას წინათ ისევ დამესიზმრა ქალაქი, რომელიც ჩასვლისთანავე ჩვენი გახდა. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ გავისეირნო  იქ ამჯერად უკვე ჩემს ბლოგზე. :)

სტამბული (ზოგი სტამბოლს ეძახის) – იგივე ძველი კონსტანტინოპოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი ქალაქია. ამ ქალაქში ყველაზე საინტერესო ევროპული ნაწილია. ჩვენ აზიურის ნახვა პრაქტიკულად ვერ მოვახერხეთ, მხოლოდ იმ გზას ვაკვირდებოდით, რომელიც გოკჩენის (პირველი მფრინავი თურქი ქალი იყო) სახელობის აეროპორტიდან სასტუმროში მისვლამდე გავიარეთ. ამ გზის განმავლობაში ძირითადად ინდუსტრიული უბნებს ვაკვირდებოდით (ზოგი მილიდან ბოლი ამოდიოდა, ზოგიდან – არა :) ). სტამბულის ერთ-ერთ უბან „ლალელი“-ში სასტუმრო „შაჰინლერში“ დავსახლდით, სადაც საქართველოდან გვქონდა ნომრები დაჯავშნული. ახლოს ვიყავით სტამბულის ყველაზე ისტორიულ უბანთან „სულთანაჰმეტ“, სადაც ამ ისტორიული ქალაქის უძველესი დიდების ყველა ძეგლია თავმოყრილი.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ სტამბული ულამაზესი ქალაქია, რომელიც განლაგებულია ორი ზღვისა (ჩრდილოეთით შავი და სამხრეთით მარმარილოს ზღვები) და ქვეყნის ორ ნაწილს (ევროპასა და აზიას) შორის. სხვათა შორის, ბოლო დროს „ქვეყნის ნაწილი“ ბევრს „კონტინენტში“ ერევა, მაგრამ ცალკე აზიის ან ცალკე ევროპის კონტინენტი არ არსებობს, არსებობს ევრაზიის კონტინენტი!

ბევრი რომ არ ვილაყბო, მოკლედ ვიტყვი, ჩვენ ძირითადად ფეხით დავდიოდით, უფრო იშვიათად – ტრამვაით, ჩვეულებრივი მსუბუქი მანქანების (ტაქსების გარდა) მოძრაობა ისტორიულ უბნების ცენტრალურ ქუჩებზე აკრძალულია და ეს ძალიან კარგია. ტაქსი არც არასოდეს გამოგვიყენებია. ერთხელაც ბოსფორის მცირე საზღვაო ტურშიც წავედით ასევე მცირე ტურისტული გემით.

თურქებზეც მინდა ბევრი კარგი რამ დავწერო, თუნდაც მათ შრომისმოყვარეობაზე და იმაზე, რომ ქვეყანაში პროდუქტების (ყველანაირი, – საკვებიდან დაწყებული, სამშენებლოთი დასრულებული) დიდი უმრავლესობა ადგილობრივი წარმოებისაა, მაგრამ ძალზედ გამიგრძელდება. თუ რამე დაგაინტერესებთ, კომენტარებში მკითხეთ. :)

„აია-სოფია“

„ლურჯი მეჩეთი“

„გალათასარაი“ (გალათას კოშკი)

ბოსფორის ტური (12)