სექტემბერში, როცა ოდნავ აგრილდება, აღარ ცხელა და ჰაერიც თითქოს უფრო დაწმენდილია, არაფერი შეედრება ძველ თბილისში სეირნობას. დღევანდელ მარშრუტად თიკომ და მე აბანოთუბანი – ბოტანიკური ბაღი ავირჩიეთ. გზად ულამაზესი ჯუმა მეჩეთიც მოვინახულეთ.
ბოტანიკურის ქუჩაზე ძალიან ლამაზი სახლი და მის კედლებზე დაგრძელებული ჩრდილები |
აბანოთუბნის მცირე პანორამა ბოტანიკურის ქუჩიდან |
თბილისის ჯუმა მეჩეთის მინარეთი |
ჯუმა მეჩეთი მსოფლიოში უნიკალურია თუნდაც იმით, რომ აქ სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ |
მეჩეთის ინტერიერი, ულამაზესი ორნამენტებით და ღმერთის სადიდებელი ტექსტებით |
ნარიყალას ციხის ერთ-ერთი ქონგური |
ბამბუკის მცირე კორომი |
ბიჭვინთის ფიჭვი, რომელიც ძალიან მაღალი იზრდება |
აზერბაიჯანელი ბიჭუნა ძმასთან ერთად პეპლებს დასდევდა |
ზედა ფოტოს გმირის ძმა |
ქართლის დედის ქვედხედი უკნიდან |
ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა... |
დელია ვრანუნი |
მეტეხის და სამების ტაძრები ერთ ხედში |
ამ კოლორიტულმა ბებომ დიდი სესილია გაგვახსენა. იგი ფოტოზე მოხვედრილ ამ ძაღლს ეჩხუბებოდა |
სომხური ტაძარი |
საNational geographics-ო ალბომი გამოგივიდა
ReplyDeleteმადლობა, კახა! :))
Deleteსაოცრად ლამაზი ფოტოებია... შემოდგომისა და თბილისის არაჩვეულებრივი დუეტი გამოგივიდათ... ძალიან მომწონს თქვენი ფოტოები და უფრო ხშირად გაგვანებივრეთ–ხოლმე :)
ReplyDeleteვერა, უღრმესი მადლობა! :))
Deleteრა კარგი ფოტოებია! შემოდგომის თბილისი განსაკუთრებულად ლამაზად მიმაჩნია და ამიტომ, განსაკუთრებულად მიყვარს :)
ReplyDeleteიქ სადაც შემოდგომა იგრძნობა, ყველა ქალაქს თუ სოფელს ალამაზებს, თბილისს განსაკუთრებით. დიდი მადლობა, ნატალია. :))
Deleteუჩვეულოდ დანახული თბილისი, კარგი ფოტოებია : ))
ReplyDeleteდიდი მადლობა, ნინ! :))
Delete