Monday, November 14, 2016

გვიანი შემოდგომა - ლისი

ბორიალიზმი დიდებული რამაა, განსაკუთრებით თბილისიდან არც ისე მოშორებით, ანუ აქვე – თბილისშივე. ასეთი ადგილები ამ დალოცვილ ქალაქში საკმარისზე მეტია, სადაც შეგიძლია მოწყდე ხუთვას, საცობებს, ხმაურს, მტვერს, მოღმუილე შიდაწვის ძრავებს და დანევროზებულ სიტუაციებს. ბორიალიზმის მიმდევრებს უყვართ ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილება, სუფთა ჰაერის სუნთქვა, ისეთ ამინდშიც კი, რომელსაც უმრავლესობა რატომღაც ავდარს ეძახის. ჩვენ მსგავს ავდრებში სეირნობაც ძალიან მოგვწონს. გასულ კვირას, მაგალითად კიდევ სხვადასხვა ადგილს ვეწვიეთ, რომლის შესახებაც თავის ბლოგზე თიკომ დაწერა.

ძალიან ლამაზია ღრუბლიან ამინდში ნისლში გახვეული ლისის ტბა. აქ ამოსვლა თიკოს და მე ყოველთვის გვიყვარდა, თუმცა ახლა განსაკუთრებით გასახარია, რადგან მშვენიერი საფეხმავლო და ველო ბეტონის გზა გაკეთდა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს სრული წრე დავარტყათ ტბას. მისი საერთო სიგრძე 3 კილომეტრია (მანძილის ნიშნებიც დამონტაჟებულია). თუმცა, ალბათ ჯობია, ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ. მანამდე შემოდგომის ლისის ჩემი ფოტოები.
































4 comments:

  1. მშვენიერი სტატია არის,უმშვენიერესი სურათებით, ძალიან მომეწონა და ხშირად მოვინახულებ თქვენს ბლოგს onlain sesxebi

    ReplyDelete
  2. როგორ ვერ მოვახერხე აქ ამოსვლა... არადა რა ახლოს ვარ. ძალიან ლამაზია.

    პ.ს.
    ლოლ, ეს ონლაინ სესხები ბლოგებსაც იპყრობს?

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, ძალიან კარგი გაკეთებულია, პლიუს, ბუნებრივ სილამაზეზე აღარაფერს ვიტყვი. ;))

      P.S. ეგენი ყველაფერს მოედნენ უკვე. :))

      Delete