Monday, March 27, 2006

24.03.2006 – პარასკევი (Massive Attack)

ჯერ გადაწერე:

Massive Attack - Live With Me (სულ ახალი სინგლი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გადიდებისთვის დაუწკაპუნე სურათებს


















































Tuesday, March 21, 2006

(Ec) Nudes - მხიარული სევდა

აღარ მახსოვს სად წავაწყდი ამ ერთალბომიან, მეტად საინტერესო პროექტს (Ec) Nudes, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ამ პოლიენოვანმა ავანგარდულმა ტრიომ მეტად სევდიან–მხიარულ–სასიამოვნო შეგრძნებები აღმიძრა. სუფთა ავანგარდსაც ვერ დავარქმევ, მასში Cocteau Twins-ის რაღაც ნაწილიც შევიცანი და Tiger Lillies–ს განწყობაც აღმოვაჩინე. 1995 წელს გამოსული რამდენადაც ვიცი, ერთადერთი ალბომი Vanishing Point, ცოტა არ იყოს, მთლიანობაში მსმენელის გონების გაღერძვის თავისებური მცდელობაა. თუმცა ჩემს მიერ ამორჩეული სამი კომპოზიცია, რომელსაც დღეს აქ გთავაზობ, ნამეტანი უპრეტენზიოა. ესეც შემადგენლობა:
Amy Denio (vocals, accordion, alto saxophone, bass guitar);
Wadi Gysi (guitar);
Chris Cutler (drums, electronics).















This collaboration between avant-garde everyman Chris Cutler, ex-Tone Dogs vocalist Amy Denio, and experimental guitar player Wadi Gysi produced only this one album, but what an album. Denio leads the album with her wild three-octave-range vocals and dexterous accordion and sax playing, while Cutler and Gysi alternately construct tight, intimate spaces for the sound or wide panoramas. There's also a sense of humor at work; "Opening" and "Qu'est Que Tu Fais?" recreate the atmosphere of a stadium rock concert for the intro and outro of the kind of music that would never receive such an ovation. "Crystal Palace," while again demonstrating Cutler's politically insightful lyrics, plays a rollicking good tune. The highlight, for musicality and Denio's voice, could be "O Pastor," a cover of a song by Madredeus, a dynamic rush of up-tempo music over which Denio's voice hovers like some apparition. A rich and rewarding album.
=====================================================


(Ec) Nudes – Vanishing Point © 1995




















გადმოწერე:

1. (Ec) Nudes - O Pastor
2. (Ec) Nudes - Axis
3. (Ec) Nudes - Salvatore

Saturday, March 18, 2006

Tenhi - ფინური გოთიკური ფოლკი

რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტში "ღამის მორიგეობისას" მე და ჩემმა სიჩუმემ საოცარ ფინურ ჯგუფს, Tenhi–ს მივაგენით, რომელმაც წარმოუდგენლად ემოციური შთაბეჭდილება დატოვა. ტრიო განსაკუთრებული სევდიანი მელოდიზმით გამოირჩევა. ჯგუფის წევრები უამრავ ტრადიციულ და ხალხურ ინსტრუმენტზე უკრავენ. მომწონს, რომ Tenhi–მ ენის ინგლისურიზაციაც წარმატებით დასძლია და სიმღერებს მშობლიურ ენაზე ასრულებს. "ტენჰის" მუსიკაში აუცილებლად იგრძნობ ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთის პოლარულ პეიზაჟებს, თოვლის თბილ სუნთქვას და კიდევ მრავალ საკაიფო რამეს. პირადად ნამეტანი მომწონს და სანამ ბმულები გაუქმებულა, მოასწარით ჩამოტვირთვა. :)











===============================================

Tenhi - Kauan © 1999
ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი ალბომია, სწორედ ამ ალბომით გავიცანი "ტენჰი".


















01.Näkin Laulu
02.Huomen
03.Revontulet
04.Hallavedet
05.Etäisyyksien Taa
06.Lauluni Sinulle
07.Taival
08.Suoto

Friday, March 10, 2006

ინსომნია

ღამეა (ამის გაცხადება მგონი ზედმეტი იყო სათაურიდან გამომდინარე).
რით ვეღარ უნდა ისწავლოს ადამიანმა ჭკუა, რომ ღამის დადგომა იგრძნოს? სადღაც, ვიღაცის კარზე აკაკუნებენ. ჩემს კარზე აღარავინ დააკაკუნებს ისე, რომ გავაღო, მერე კარის უკან დავიმალო, შემოსულ გაოცებულ სასურველ სტუმარს მოულოდნელად თავს დავესხა და ჩემს ოთახში შემოვიპატიჟო. ჩემს სახლს ჩემი პულსი აქვს და აქ ყველაფერი ერთნაირად ჟღერს, როგორც ერთხელ „დამინამიოკეს“. მგონი ჩემს სახლს ვუყვარვარ, ხშირად მიხუტებს, მეფერება, გულში მიკრავს. იშვიათად გულსაც მტკენს, როცა არასასურველი წარსულის რაღაც უაზრო ნაგლეჯს მახსენებს. პრინციპში ეგაა მგონი მთელი გრძნობის მუღამი, გიხუტებს და მერე გულს გტკენს.
ჩემს სახლში ჩემთან ერთად ჩემივე საგნები ცხოვრობენ. აი, ტელეფონი, რომელსაც ზარი აღარ აქვს, როგორც იტყვიან, გამოელია და სწორედ ახლა, ამ ღრმა ღამისას, ძალიან მინდა, რომ დარეკოს. გაჯინებული ვუყურებ და გულში მუდარასავით წარმოვთქვამ – დარეკე რა. მობილური გამორთული მაქვს, მინდა საერთოდ აღარ ჩავრთო, თუმცა ისიც ვიცი, რომ როცა წამოვდგები, მაინც აუცილებლად დასატენად გავაქანებ. აი ჩემს სახლს ვუყვარვარ, ტელეფონს კი – მგონი არა, რადგან არ უნდა დარეკოს, ერთხელ მაინც დაიწკრიალოს თუნდაც ჩემი ხათრით.
ერთი შეშლილი მახსენდება, ნასვამი ქუჩაში რომ გამვლელებს აჩერებდა და საწყალი, მაგრამ ბრაზიანი ხმით ეუბნებოდა „შენ არ მიყვარხარ, არა“. იშვიათად, კი ვინმეს, ძირითადად ნაცნობებს ასევე საწყალი, მაგრამ ლმობიერი ხმით ეტყოდა: „შენ, აი, შენ მიყვარხარ“ და ცდილობდა დაეკოცნა. ზურა ერქვა. ყველა, ვინც კი არ იცნობდა, გაოცებული უცქეროდა.
ისევ ტელეფონს გავხედე. მაგრძნობინა, რომ ვუყვარვარ, უბრალოდ, მგონი დარეკვაში რაღაც უშლის ხელს. ვიღაცას ებრძვის მგონი და არ მიმხელს. არადა, მე იმედი მეწურება, რომ ბოლო–ბოლო ერთ ზარს მაინც მაღირსებს. იმედი მაინც ცოცხლობს. არა უშავს. აი, ცოტა მოშორებით ჩემი კომპიუტერი ჩაბნელებული მონიტორით უსიცოცხლოდ შემომყურებს. ჩემს კომპშიც ახლა ღამეა. ერთმანეთთნ ძალიან ე. წ. პრაგმატული დამოკიდებულება გვაქვს, – ერთმანეთს ვჭირდებით, ასე, რომ მის მიმართ რაიმე განსაკუთრებულ გრძნობას არ განვიცდი.

Friday, March 03, 2006

ირაკლი ჩარკვიანი – სავსე © 2004

2006 წლის 24 თებერვალს, საკუთარ სახლში 43 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ალტერნატიული მუსიკის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ირაკლი ჩარკვიანი, იგივე "მეფე". გთავაზობ მის სიცოცხლეში უკანასკნელ ოფიციალურ ნამუშევარს, ალბომს "სავსე", რომელიც 2004 წელს გამოვიდა.




1. დრო
2. რბოლა
3. ნაიარევს
4. ნანასი
5. მანგო
6. მაილს
7. ზანგო
8. ქაჯებს
9. კავშირი
10. გელოდები (ქეთათოს სიმღერაა)
11. ვიცი, რომ
12. წელს
13. აქ ხარ
14. სავსე
ხარისხი: 64 kb/ps და 24 khz
გადმოწერე:
ირაკლი ჩარკვიანი – სავსე (მთელი ალბომი)
P. S. Bonus tracks:
ირაკლი ჩარკვიანი – მენატრება
ირაკლი ჩარკვიანი – ქაღალდის ნავი (მე გადავცურავ ზღვას)