Sunday, February 12, 2017
მთაწმინდა
Labels:
General Mobile GM 5 Plus,
Mtatsminda,
My photos,
Panorama,
Photos,
Tbilisi,
Tiko,
Winter
Monday, November 14, 2016
გვიანი შემოდგომა - ლისი
ბორიალიზმი დიდებული რამაა, განსაკუთრებით თბილისიდან არც ისე მოშორებით, ანუ აქვე – თბილისშივე. ასეთი ადგილები ამ დალოცვილ ქალაქში საკმარისზე მეტია, სადაც შეგიძლია მოწყდე ხუთვას, საცობებს, ხმაურს, მტვერს, მოღმუილე შიდაწვის ძრავებს და დანევროზებულ სიტუაციებს. ბორიალიზმის მიმდევრებს უყვართ ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილება, სუფთა ჰაერის სუნთქვა, ისეთ ამინდშიც კი, რომელსაც უმრავლესობა რატომღაც ავდარს ეძახის. ჩვენ მსგავს ავდრებში სეირნობაც ძალიან მოგვწონს. გასულ კვირას, მაგალითად კიდევ სხვადასხვა ადგილს ვეწვიეთ, რომლის შესახებაც თავის ბლოგზე თიკომ დაწერა.
ძალიან ლამაზია ღრუბლიან ამინდში ნისლში გახვეული ლისის ტბა. აქ ამოსვლა თიკოს და მე ყოველთვის გვიყვარდა, თუმცა ახლა განსაკუთრებით გასახარია, რადგან მშვენიერი საფეხმავლო და ველო ბეტონის გზა გაკეთდა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს სრული წრე დავარტყათ ტბას. მისი საერთო სიგრძე 3 კილომეტრია (მანძილის ნიშნებიც დამონტაჟებულია). თუმცა, ალბათ ჯობია, ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ. მანამდე შემოდგომის ლისის ჩემი ფოტოები.
ძალიან ლამაზია ღრუბლიან ამინდში ნისლში გახვეული ლისის ტბა. აქ ამოსვლა თიკოს და მე ყოველთვის გვიყვარდა, თუმცა ახლა განსაკუთრებით გასახარია, რადგან მშვენიერი საფეხმავლო და ველო ბეტონის გზა გაკეთდა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს სრული წრე დავარტყათ ტბას. მისი საერთო სიგრძე 3 კილომეტრია (მანძილის ნიშნებიც დამონტაჟებულია). თუმცა, ალბათ ჯობია, ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ. მანამდე შემოდგომის ლისის ჩემი ფოტოები.
Sunday, September 18, 2016
თბილისი – აბანოთუბანი, ბოტანიკური ბაღი
სექტემბერში, როცა ოდნავ აგრილდება, აღარ ცხელა და ჰაერიც თითქოს უფრო დაწმენდილია, არაფერი შეედრება ძველ თბილისში სეირნობას. დღევანდელ მარშრუტად თიკომ და მე აბანოთუბანი – ბოტანიკური ბაღი ავირჩიეთ. გზად ულამაზესი ჯუმა მეჩეთიც მოვინახულეთ.
![]() |
| ბოტანიკურის ქუჩაზე ძალიან ლამაზი სახლი და მის კედლებზე დაგრძელებული ჩრდილები |
![]() |
| აბანოთუბნის მცირე პანორამა ბოტანიკურის ქუჩიდან |
Labels:
Abanotubani,
About ERM0NIA,
Botanic Garden,
My photos,
Photos,
Tbilisi,
Tramp
Saturday, September 03, 2016
Saturday, August 13, 2016
კასეტების კუსტარული გაფორმება
კასეტის მოყვარული მელომანები დამეთანხმებიან, რომ სუფთა კასეტაზე ჩაწერას თავისებური მუღამი და შიშხათი აქვს. მელომანი ცდილობს თუნდაც ნაკლებადხარისხიანი მუსიკალური მატარებლიდან ბევრად უფრო ხარისხიანი ჩანაწერი მიიღოს. ამისთვის, პირველ რიგში, იგი რა თქმა უნდა, ჩანაწერის მარცხენა და მარჯვენა არხების დამაგნიტების დონეს არჩევს, საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერს ეკვალაიზერში ატარებს, სპირტიანი ბამბით ჩამწერ თუ წამშლელ თავაკებსა და ფირის ამძრავ რეზინის დოლურასაც წმენდს, შემდეგ აღმწარმოებელ თავაკს (თუ მეორე კასეტიდან იწერს) სახრახნისით იდეალურ მდგომარეობას მოუძებნის და კიდევ რამდენიმე მცირე დეტალს გაითვალისწინებს... იგი მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ჩაწერას, რაც მელომანისთვის მეტად სასიამოვნო პროცესია. რა თქმა უნდა, მუსიკის ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ამას არავითარი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისთვის ჩაწერის პროცესი, შესაბამისად ჩანაწერის ხარისხი მთავარი არ არის.
ამ სასიამოვნო პროცესის ერთ-ერთი კომპონენტი კასეტის გაფორმებაცაა. მე კასეტების გასაფორმებლად ჩვეულებრივ ან ტუშის ავტოკალამს ვიყენებ, ასევე გადასაყვან ასოებს, რომლებიც 1990-იანებში იშოვებოდა საკანცელარიო მაღაზიებში. ავტოკალმით კასეტის ჩანართზე სიმღერების სახელწოდებები, მათი ხანგრძლივობა, ჩაწერის თარიღი, ადგილი და იმ ადამიანის სახელი დამქონდა, ვისგანაც მოვიპოვე ეს ჩანაწერი. ხოლო, გადასაყვანი ასოებით (თუკი მომეპოვებოდა რასაკვირველია) შემსრულებლის სახელებს ვწერდი ხოლმე ჩანართის შუაში, რომელიც კოლოფის გვერდიდან ჩანს. დღეს პრინტერზე შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება... ბევრს არ გავაგრძელებ და ჩემი კასეტების კოლექციიდან რამდენიმეს წარმოვადგენ.
Subscribe to:
Posts (Atom)


























