აჩიკო ბენაშვილის მიწვევით ვიყავი სტუმრად "პირველი რადიოს" ცოცხალ ეთერში.
ტეგები:
60-იანების, 70-იანების, 80-იანებისა და 90-იანების თანამედროვე ქართული მუსიკა – ნანი ბრეგვაძეთი და ორერათი დაწყებული, რობი კუხიანიძითა და ირაკლი ჩარკვიანით დასრულებული...
1980 წლის პირველი საკავშირო როკ–ფესტივალი თბილისში "გაზაფხულის რიტმები"...
"ღმერთი არ სწყალობს საყალბეთს" გაიფიქრა ლუი ჯიმ და წიგნი დახურა. ავტობუსის ფანჯარაში გაიხედა. სიცხისგან შეწუხებული მოქალაქეები ქუჩას აშკარად ვერ იტანდნენ და ნაყინის გამყიდველებს უხმობდნენ. ეს უკანასკნელნი კი ლისტის მეათე ტრანსცენდეტული ეტიუდის ფონზე ცეკვავდნენ – პათეტიკურად, არარიტმულად ხელ-ფეხს იქნევდნენ და შიგადაშიგ ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ.
"მთლად გამოყლევდნენ" – გაიფიქრა ლუი ჯიმ, ყურსასმენები მოირგო და პლეერი ჩართო.
"არადა, რა მაგარ ნაყინს ყიდიან" – ლუი ჯის გვერდიდან გოგონას უნაზესი, მაგრამ დამწუხრებული ხმა მოესმა. მან პლეერი გამორთო და გახედა. "თქვენ ოდესმე გყვარებიათ?" – ჰკითხა გოგონამ – "უკაცრავად თუ საქმეს მოგწყვიტეთ".
"მენაყინეები?"
"ზოგადად გკითხეთ, უკაცრავად".
"ნაყინი ბავშვობიდან მძაგს" – ლუი ჯი გოგონას მიმართ კეთილად განეწყო, მწკლარტედ გაუღიმა კიდეც. მშვენიერი სქესის მქონე არსებამ კი სერიოზული სახით მიუგო:
"აი, მე ერთი მენაყინე მიყვარს, მის ხელებს სულ რძის ფხვნილის სუნი ასდის. ო, როგორ მიყვარს რძის ფხვნილი, ვგიჟდები, ბავშვობიდან უმად ვჭამ. თქვენგან მეწყინა, მენაყინეებზე ასე ცუდი რამ რომ გაიფიქრეთ". გოგონამ თავი დახარა და თვალისდაუხამხამებელი მზერა წინ მჯდომ ვიღაც მელოტს კეფაში ატაკა.
ლუი ჯი უხერხულად შეიშმუშნა, საკუთარ თავზე გაჯავრდა და წარბები შეჰყარა: "ოხ, ვერა და ვერ გადავეჩვიე ამ ხმამაღალ ფიქრებს" – გაიფიქრა.
"არა უშავს – თქვა გოგონამ – ზოგჯერ მეც ძალიან ხმამაღლა ვფიქრობ, ამიტომ ფიქრებში არ ვილანძღები" – საყვედურით ცხვირზე შეხედა ლუი ჯის.
არის მუსიკა, რომელსაც უსმენ, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მოგწონს. იგი ძველი კონიაკივითაა – ნელ–ნელა წრუპავ, აგემოვნებ. ისიც მშვიდად იღვრება და ყოველი ახალი მოწრუპვისას, უფრო მეტად იხსნება შენში. :) შესანიშნავი ალბომია.
"გაქრნენ ძლიერი მისწრაფებები და დადებითი, არჩევითი, ატრაქტიული ხასიათის აღტყინება. რაღაც იდუმალი ფაქტორის მოქმედების შედეგად გაქრა გემოვნება, სურვილები, ისევე როგორც ნება. პირიქით, ბოროტი ნება კრისტალიზდა, უარყოფისა და ზიზღის გრძნობა კი საგრძნობლად გაიზარდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ეს ვითარება წარმოადგენს უარყოფითი ენერგიის წყაროს, იგი იწვევს ჩვენში ალერგიულ რეაქციას, რომელიც სურვილის ადგილს იკავებს; აქედან მოდის ჩვენი ცხოვრებით განპირობებული უკურეაქცია ყველაფერზე, რაც გარშემოა; ადამიანს აღარა აქვს რაიმეს შეცვლის სურვილი. ესაა სუფთა, წმინდა წყლის უარყოფა. ჩვენს დროში სიმპათიებმა დაკარგა თავისი კონკრეტულობა, გარკვეული და ცხადი მხოლოდ ზიზღის გრძნობაა. აღარ ვიცით, თუ რა გვსურს, სამაგიეროდ, შესანიშნავად ვუწყით, რა აღარ გვინდა. ადამიანის საქციელი (და ავადმყოფობაც) სულ უფრო კარგავს "ობიექტურ" მოტივაციას; ყველაზე ხშირად ისინი უარყოფის ამა თუ იმ ფორმიდან მომდინარეობენ, რომელიც გვაიძულებს უარი ვთქვათ საკუთარ თავსა და ენერგიაზე ნებისმიერი საშუალებით. შესაბამისად, მათ საფუძველში ერთგვარი ეკზორციზმი დევს და არა მოღვაწეობის ესა თუ ის პრინციპი. ეკზორციზმის ამგვარი ახალი ფორმა (რომელსაც მაგიური კონოტაცია ახლავს) საკუთარ თავზეა მიმართული და ამავე დროს სხვებზეც, ანუ "სხვაზე". იგი შელოცვის ახალი ნაირსახეობაა და შესაძლოა ბოროტების პრინციპის სრულიად ახალ ფორმასაც წარმოადგენს?!"...
მიუხედავად სირთულეებისა და ვირტუალური რებრენდიგისა, გადავწყვიტე საკუთარი ვირტუალური გაზეთი გავაკეთო, რომელიც აქ იქნება (დააწკაპუნე). ეს გაზეთი ჩემი ვოლონტიორული სურვილია.
დღეს იმდენი საინტერესო ადამიანი გავიცანი, გული დამწყდა, რომ მათ არავინ იცნობს და არც არავინ ცდილობს დარეკლამებას. ეს მხატვრები და მუსიკოსები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. ბოდრიარის სიტყვები, რაც თემის დასაწყისში მოვიყვანე, ამ ადამიანებს ნაკლებად ეხებათ. მათ ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ აღტყინებისა და ბავშვური ღიმილის უნარი. გემოვნებაც აქვთ და ბევრი სურვილებიც, არც საკუთარ ენერგიებზე უთქვამთ უარი. პლიუს იციან, რაც უნდათ და სამყაროს თუნდაც მცირედ შეცვლაც სურთ. ჩემი გაზეთის სტუმრები იქნებიან ჯერ კიდევ უცნობი და ცნობილი ადამიანები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები, კიდევ სხვა შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლები.
რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით, ერმონია ქუთაისის მფარველი ანგელოზია. ეს ფოტოც ქუთაისში შესვლამდე გადავიღე – ზესტაფონი-ქუთაისის ტრასაზე დიდი ელექტროსადგურია და იქ. ანგელოზები, რა თქმა უნდა ფოტოშოპით ჩავსვი. :D
გაბრიაძის გმირს, ერმონიას, რიგითი ჩვეულებრივი ადამიანისაგან ვერ განასხვავებ, პაპიროზსაც ეწევა, თეთრი შლაპა ახურავს–ხოლმე და დალამბული კოსტუმი აცვია. ზოგჯერ სახურავიდან ალუბლის კურკებს ესვრის გამვლელებს. :D კიდევ ბევრი თვისება აქვს ერმონიას, მაგრამ ამისთვის უმჯობესი იქნება გაბრიაძის წიგნები გადაიკითხო...
ასეა თუ ისე, დღეს იგი ვირტუალურად ბლოგოსფეროში დაიბადა. :)