ერმონია, რეზო გაბრიაძის მიხედვით, ქუთაისის მფარველი ანგელოზია და ხშირად გვხვდება მის სხვადასხვა ნაწარმოებში. ერმონია საშუალო ასაკის მელოტი კაცია, რომელიც ხშირად შლაპით, აბრეშუმის თეთრი კაშნეთი და დალამბული კოსტუმით ან პალტოთი გვხვდება. ეწევა პაპიროზს. იგი მოულოდნელად ჩნდება ხოლმე ნაწარმოებებში, ძირითადად ქუთაისში ან ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში (ერთხელაც გერმანიაში) და ასევე მოულოდნელად ქრება. ყოველთვის არის იქ, სადაც მისი დახმარება თითქმის სასიცოცხლოა. შეუძლია ყველას თვალწინ, მაგრამ შეუმჩნევლად, გარდაიქმნას ჩიტად, ან თვითმფრინავ U2-ად. აქვს საოცარი იუმორის გრძნობა და კეთილია. ეს ნახატები აღებულია რეზო გაბრიაძის რომანიდან „ქუთაისი ქალაქია“, სადაც მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დასრულების პირველ წლებში. ნახატების ავტორი, რაღა თქმა უნდა, თავად გაბრიაძეა.
|
აქ ნაწარმოების მთავარი გმირი, 10 წლის ვარლამი პირველად ხვდება ერმონიას, როგორც ბოძზე ასულ მონტიორს |
|
„ბოლო ვაგონის ტამბურის კიბეზე ერმონია იჯდა, ლურჯი მაისური ეცვა, რომელსაც გულზე „შრომითი რეზერვები“ ეწერა“ |