Thursday, November 14, 2013

3 წელი ერთად

დღეს ჩვენი ჯვრისწერიდან ზუსტად 3 წელი გავიდა. ♥ 

კიკეთი - 22.08.2010
ხელისმოწერის დღე - 4.11.2010
ჯვრისწერის დღე - 14.11.2010
სტამბული - 21.11.2010
სტოკჰოლმი - 11.09.2012
ანტალია - 16.08.2013
ჩვენსას :))

Friday, October 25, 2013

Или [ილი] (Full Discography) - სრული დისკოგრაფია

[From ERM0NIA's own home collection]

თბილისური ჯგუფი „ილი“ 1982 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის შესახებ მცირე სტატია ამ თვის დასაწყისში გამოვაქვეყნე ჟურნალ „თბილისი OUT“-ში და იგი დევს ჩემს ვირტუალურ გაზეთ „ანარეკლის“ გვერდზეც [თბ-ილი-სური რუსული ჯგუფი].

ეს უნიკალური მაგნიტო-ალბომები ადრე ჩამოვტვირთე „ურაგანის“ რუსული ბლოგიდან, თუმცა ეს ტეგებშეუვსებელი ჩანაწერები ძალიან ცუდი ხარისხის იყო და ვეცადე, შეძლებისდაგვარად გამესწორებინა, პლიუს ტეგებიც შევავსე. ალბომების ყდების დიზაინი ჩემია (ადრე „ტაქსის“ მაგნიტო-ალბომებზეც თვითონ გავაკეთე), ამიტომ ნუ დამძრახავთ,  გაფორმება თუ არ მოგეწონებათ, უბრალოდ წაშალეთ. :))

Или - Сектор Дзен © 1987

01-Мы Покидаем 9 Этаж (1:33)
02-Что Ты Понимаешь (4:39)
03-Сектор Дзен (5:31)
04-Болотное Чмо (2:46)
05-Не Вижу Отражения (3:50)
06-Сон (3:42)
07-Странник (2:48)
08-Посмотреть На Вас (3:07)
09-Инструментал (0:48)
10-Инструментал (1:34)
11-Открыл Глаза (2:57)
12-Все Пили Спиртное (3:17)
13-Если Бы Я Захотел (3:05)

Size: 90.94 MB
Playtime: 39:37
Bitrate: 320 kb/s
Album cover: © Niko Tsetskhladze - Red Star [1988]

Thursday, October 24, 2013

შემოდგომის ფოტოები და ბლოგის იუბილე

შემოდგომა რომ ძალიან მიყვარს, ამის მტკიცებას არ შევუდგები. ესაა სეზონი, როცა ჰაერი ძალიან გამჭვირვალეა და ყველაფერი მკვეთრად ჩანს... ბუნების ლამაზ ფერებზე, მწიფე ხილის სუნებზე და სხვა ბევრ კარგ სეზონურ რამეებზე აღარაფერს ვამბობ... ეს ფოტოები ჩვენი ერთობლივი ხეტიალის დროსაა გადაღებული, ძირითადად, თბილისის შემოგარენში. ლისის ტბას მაინც გამოვყოფდი სხვებისგან. იგი ჩვენი საყვარელი სასეირნო ადგილია. წელიწადის ყველა სეზონზე თავისებურად მიმზიდველია. აქ, თუნდაც კუს ტბასთან შედარებით, ნამეტანი სიმშვიდეა და ჩემი აზრით, ბევრად უფრო ლამაზია...

თიკოს შემოდგომაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ჰო, კიდევ... 23 ოქტომბერს ჩემი ბლოგი ზუსტად 8 წლის გახდა. არც ვულოცავ არაფერი, ბლოგია რა. უბრალოდ გამახსენდა. ესეც პირველი პოსტი. მაშინ ბლოგს „ჰუმანოიდის სახლი“ ერქვა და სხვა მისამართზე იყო...





Wednesday, September 04, 2013

სამი უნიკალური ისტორიული აუდიო ჩანაწერი

ალესანდრო მორესკი – ერთადერთი კასტრატი მომღერალი, ვისი ხმაც ფონოგრაფზე ჩაიწერეს

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე მომღერლად აღზრდის მიზნით ნიჭიერ ბიჭუნებს კასტრაციას უკეთებდნენ, ამიტომ მათ სხეულებში მამაკაცისთვის დამახასიათებელი ჰორმონალური ცვლილებები აღარ ხდებოდა და ე.წ. გარდატეხის ასაკის გავლის შემდეგაც კი ხმა არ ეცვლებოდათ, ბავშვის ტემბრს ინარჩუნებდნენ და შეეძლოთ სოპრანოს პარტიების შესრულება.

1870 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ აკრძალა მსგავსი მიზნებით ბიჭუნების კასტრირება, ხოლო უკვე არსებული მომღერალი კასტრატები პაპმა ლეო მე-13-მ თავისი მფარველობის ქვეშ სიქსტის კაპელაში აიყვანა, რათა მათ მშვიდად ეცხოვრათ. იმ დროს ასეთ მამაკაცებს მუდამ დასცინოდნენ.

Wednesday, August 21, 2013

თურქული ხმელთაშუაზღვისპირეთი

დღეს უკვე ბევრი ქართველი სიამოვნებით მოგზაურობს მეზობელ თურქეთში. თიკომ და მე გადავწყვიტეთ წელს თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, ანტალიას მიდამოებში დაგვესვენა. ვცდილობდით შეგვერჩია სასტუმრო მშვიდი პირობებით და ნაკლები ხმაურით. ქართულ სააგენტოში შემოთავაზებული ვარიანტებიდან ავარჩიეთ კიდეც ანტალია-ქემერის გზაზე, დასახლება ბელდიბის ერთ-ერთი სასტუმრო – „სიდნეი 2000“.

ხმელთაშუა ზღვა ანტალიასთან
„თურქიშ ეარვეისის“ ჩარტერულმა რეისმა ანტალიას ახალ და კომფორტულ აეროპორტში დაახლოებით ორ საათში ჩაგვაფრინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავიაკომპანია ქართულ პრესაში რამდენჯერმე მწარედ გალანძღეს, მისი სერვისით ძალიან კმაყოფილები ვართ. პირველად არ გვისარგებლია „თურქიშის“ მომსახურებით და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სერვისი აქვს იმ კომპანიებს შორის, რაც საქართველოშია და ამ მომსახურების კულტურა წლიდან წლამდე შენარჩუნებულია.