Sunday, August 30, 2009

ბავშვობაში მეგონა

ვაგრძელებ დოდკას წამოწყებულ ჯაჭვს და სიამოვნებით ვიქნები ერთ-ერთი რგოლი. მონიშვნისათვის დიდი მადლობა ნატოშკას.

მშვენიერი ბავშვობა მქონდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ გაგანია 70-იანი წლები, ანუ ე. წ. „უძრაობის წლები“ იყო და ტელეეკრანზე სსრკ-ს შეფი ბრეჟნევი ყველას ტუჩებში ეზასავებოდა, მწველავებითა და მეშახტეებით დაწყებული, სპორტსმენებითა და პოლიტიკოსებით დამთავრებული. ტელევიზიასა და საერთოდ, მედიაში, ისე ხშირად იმეორებდნენ, პროლეტარიატის ბელადი – ლენინი ცოცხალიაო, რომ „ნულ“ კლასში ერთმა ჩემმა კლასელმა გულუბრყვილოდ იკითხა ლენინი ჩვენს სანახავად როდის მოვაო.
ახლა კი უშუალოდ ამ თემას მივხედოთ.




















ბავშვობაში მეგონა:
– თუნდაც 100 მეტრიანი გასავლელი გზა ძალიან გრძელი იყო და დროც ძალიან-ძალიან ნელა გადიოდა;
– ძილის წინ ჭერიდან ფერად ბურთებს „დომოვოი“, ანუ სახლის სული ყრიდა;
– ომობანას თამაშის დროს ჩემი თოფიდან თუ ავტომატიდან ერთხელ მაინც ნამდვილი ტყვია გავარდებოდა, ამიტომ სერიოზულად მეშინოდა ვინმე მართლა არ მომეკლა;
– გამოიგონებდნენ სახლს, რომელსაც ბორბლები ექნებოდა და სახლების გამოცვლა საჭირო აღარ იქნებოდა;
– უცხოური რადიოები, რომელთა მუსიკასაც „სპიდოლაში“ ვუსმენდი, ყველა პატარა კუნძულებიდან მაუწყებლობდა;
– კარგად რომ მოგენდომებინა, „პრაიგრივაწელის“, მაგნიტოფონის ან რადიოს დინამიკებში მუსიკოსებს დაინახავდი...

კიდევ შეიძლება ჩამოვყვე, მაგრამ მერე პოსტი ნამეტანი გაიწელება, ამიტომ ესტაფეტას გადავცემ ბლოღერებს: her/mein-სა და ფიქროს.

ბონუსად ჩემი ბავშვობის საყვარელი სიმღერა.

Download:

Saturday, August 29, 2009

ილია ჭავჭავაძე - ილია 150 © 1987

[From ERM0NIA's own home collection]

ილია ჭავჭავაძის ეს დისკი გაციფრულებულია ფირმა Мелодия-ს მიერ გამოშვებული ვინილის ფირფიტებიდან.
მის ნაწარმოებებს კითხულობენ მსახიობები:
სერგო ზაქარიაძე, უშანგი ჩხეიძე, ეროსი მანჯგალაძე, ვასო გოძიაშვილი, გურამ საღარაძე, ზინა კვერენჩხილაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გიორგი ხარაბაძე და დავით უფლისაშვილი.

ილია ჭავჭავაძე - ილია 150 © 1987
























I ფირფიტა - პოეზია:
01-ყვარლის მთებს [სერგო ზაქარიაძე-1953]
02-გუთნის დედა [გურამ საღარაძე]
03-ლოცვა [გურამ საღარაძე]
04-(დაე თუნდ მოვკვდე) [გურამ საღარაძე]
05-ქართვლის დედას [გურამ საღარაძე]
06-ხმა გულისა [დავით უფლისაშვილი]
07-ნანა [ზინა კვერენჩხილაძე]
08-ელეგია [ზინა კვერენჩხილაძე]
09-პოეტი [გურამ საღარაძე]
10-(მესმის, მესმის სანატრელი) [გურამ საღარაძე]
11-(დაბნელდა სული) [ზინა კვერენჩხილაძე]
12-გაზაფხული [დავით უფლისაშვილი]
13-(მას აქეთ რაკი) [ზინა კვერენჩხილაძე]
14-(ჩემო კალამო) [ზინა კვერენჩხილაძე]
15-გ. აბხ... [ზინა კვერენჩხილაძე]
16-1871 წელი, 23 მაისი [დავით უფლისაშვილი]
17-ბედნიერი ერი [ოთარ მეღვინეთუხუცესი]
18-(ჩემო კარგო ქვეყანა) [ზინა კვერენჩხილაძე]
19-ბაზალეთის ტბა [გურამ საღარაძე]
20-კითხვა-პასუხი [ოთარ მეღვინეთუხუცესი]
21-აჩრდილი (ნაწყვეტი) [ოთარ მეღვინეთუხუცესი]
22-ქართვლის დედა (ნაწყვეტი) [დავით უფლისაშვილი]
23-რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ (ნაწყვეტი) [გიორგი ხარაბაძე]
24-მეფე დიმიტრი თავდადებული (ნაწყვეტი) [დავით უფლისაშვილი]
25-განდეგილი (ნაწყვეტი) [გურამ საღარაძე]

II ფირფიტა - პროზა:
01-მგზავრის წერილები (ნაწყვეტი) [გიორგი ხარაბაძე]
02-ოთარაანთ ქვრივი (ნაწყვეტი) [ზინა კვერენჩხილაძე]
03-რა გითხრათ, რით გაგახაროთ? [გურამ საღარაძე]
04-ნიკოლოზ გოსტაშაბაშვილი [უშანგი ჩხეიძე-1957]
05-კაცია-ადამიანი?! (ნაწყვეტი) [ეროსი მანჯგალაძე-1977]
06-კაცია-ადამიანი?! (ნაწყვეტი) [ვასო გოძიაშვილი-1965]

Download:
Password: erm0nia

Thursday, August 27, 2009

ქიშო გლუნჩაძე – მწვანე სათვალე

[From ERM0NIA's own home collection]

ჩაწერილია გადაცემა "შოუ-ბიზ-დაიჯესტის" რუბრიკა "ცოცხალის" მიერ 1990-იანი წლების დასაწყისში.


ვისაც აუდიო-ვერსია აინტერესებს, აქაა ვიდეოდან დარიპული:

Download:
ქიშო გლუნჩაძე – მწვანე სათვალე

Friday, August 14, 2009

რატი ქართველიშვილის ლექსები

წვიმა ზამთარში
(მერაბ მამარდაშვილის ხსოვნას)
მოხვედი, როგორც წვიმა ზამთარში
და ვერ იპოვე შროშანი ბაღში.
ისე დაინთქი, როგორც ქვიშაში
ზღვების ტალღები ცრემლივით მლაშე.

საკვამურები თეთრად ბოლავდნენ
და ძილ-ბურანში ახვევდნენ სახლებს,
შენ კი ორსული თავის ქალათი
დაატარებდი კარდაკარ ბავშვებს.

საკვამურები მხოლოდ ბოლავდნენ
და ბებერ კედლებს ვეღარ ათბობდნენ,
ფანჯრის თვალები დაბინდულები
ვერა გხედავდნენ და ვერ გამჩნევდნენ.

შენ კი ღიმილებს შენი შვილების,
როგორც მზის სხივებს კართან სტოვებდი
და შორეული სამშობლოსაკენ
ქაღალდის ფრინველს სულს აბარებდი.