ბოლო დროს მედიაში ატეხილმა აჟიოტაჟმა ქუთაისის საპორტო ქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით ფრიად გამახალისა. თუმცა, მოგვიანებით, ჩემს ერთ-ერთ საქაღალდეში მოთავსებული ქუთაისის საარქივო დოკუმენტებს შორის, აღნიშნული რეპროდუქცია გამახსენდა. ესაა ქალაქ ქუთაისის ნავმისადგომი (ანუ, დღევანდელის საერთაშორისო ენით რომ ვსთქუათ, პორტი). სწორედ ამ ადგილას ყოფილა უძველესი დროის ქალაქის ნავმისადგომი მდინარე რიონზე. მისი ნაშთები საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, თუმცა ალბათ საინტერესოა, ამ უბანსა და ადგილს ჩემთვის უცნობი მხატვრის ნამუშევრით შევავლოთ თვალი ბევრი კომენტარის გარეშე.
ნავსადგომი საინტერესო იქნებოდა, პორტი კი მგონი მართლა ნამეტანი და სახალისოა : ))
ReplyDeleteდღეისთვის ნავმისადგომიც და პორტიც აბსურდულია, რადგან მდინარის ნაოსნობა რიონზე პრაქტიკულად გამორიცხულია. ერთ-ერთი მიზეზეი თუნდაც ისაა, რომ რიონზე ქუთაისიდან ფოთამდე რამდენიმე წყალსაწმენდი კაშხალია აგებული... :))
Delete