Thursday, February 06, 2014
Sunday, January 26, 2014
ახალი კამერა და ახალი ფოტოები
ახალი ფოტოაპარატი მაქვს! როგორც იქნა ამისრულდა ნატვრა და Canon EOS-ის ტიპის კამერის მფლობელი გავხდი. ლინზა სტანდარტულია, ანუ რაც მოყვა (EF-S 18-55mm, თან სტაბილიზატორის გარეშე). თუ ვინმე მაჩუქებს ან იაფად მაყიდინებს კაი ლინზას, ნამეტანი მადლობელი დავრჩები. :D ჩემს ფოტონამუშევრებს ვაქვეყნებ ხოლმე აი, აქ – Flickr-ზე. ესეც ბოლო ერთი თვის განმავლობაში გადაღებული ფოტოები. :))
[ორიგინალი ზომით ფოტოს ნახვისთვის მაუსის მარჯვენა ღილაკი და მერე Open Link in New Tab]
![]() |
| პანორამა #3 |
![]() |
| პანორამა |
![]() |
| ვერის სასაფლაოს ანგელოზი. ფრაგმენტი |
Tuesday, December 03, 2013
ერმონია რომანში „ქუთაისი ქალაქია“
ერმონია, რეზო გაბრიაძის მიხედვით, ქუთაისის მფარველი ანგელოზია და ხშირად გვხვდება მის სხვადასხვა ნაწარმოებში. ერმონია საშუალო ასაკის მელოტი კაცია, რომელიც ხშირად შლაპით, აბრეშუმის თეთრი კაშნეთი და დალამბული კოსტუმით ან პალტოთი გვხვდება. ეწევა პაპიროზს. იგი მოულოდნელად ჩნდება ხოლმე ნაწარმოებებში, ძირითადად ქუთაისში ან ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში (ერთხელაც გერმანიაში) და ასევე მოულოდნელად ქრება. ყოველთვის არის იქ, სადაც მისი დახმარება თითქმის სასიცოცხლოა. შეუძლია ყველას თვალწინ, მაგრამ შეუმჩნევლად, გარდაიქმნას ჩიტად, ან თვითმფრინავ U2-ად. აქვს საოცარი იუმორის გრძნობა და კეთილია. ეს ნახატები აღებულია რეზო გაბრიაძის რომანიდან „ქუთაისი ქალაქია“, სადაც მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დასრულების პირველ წლებში. ნახატების ავტორი, რაღა თქმა უნდა, თავად გაბრიაძეა.
![]() |
| აქ ნაწარმოების მთავარი გმირი, 10 წლის ვარლამი პირველად ხვდება ერმონიას, როგორც ბოძზე ასულ მონტიორს |
![]() |
| „ბოლო ვაგონის ტამბურის კიბეზე ერმონია იჯდა, ლურჯი მაისური ეცვა, რომელსაც გულზე „შრომითი რეზერვები“ ეწერა“ |
Labels:
About ERM0NIA,
Kutaisi,
Painters,
ლიტერატურა,
რეზო გაბრიაძე,
ქუთაისი
Thursday, November 14, 2013
Friday, October 25, 2013
Или [ილი] (Full Discography) - სრული დისკოგრაფია
[From ERM0NIA's own home collection]
თბილისური ჯგუფი „ილი“ 1982 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის შესახებ მცირე სტატია ამ თვის დასაწყისში გამოვაქვეყნე ჟურნალ „თბილისი OUT“-ში და იგი დევს ჩემს ვირტუალურ გაზეთ „ანარეკლის“ გვერდზეც [თბ-ილი-სური რუსული ჯგუფი].
ეს უნიკალური მაგნიტო-ალბომები ადრე ჩამოვტვირთე „ურაგანის“ რუსული ბლოგიდან, თუმცა ეს ტეგებშეუვსებელი ჩანაწერები ძალიან ცუდი ხარისხის იყო და ვეცადე, შეძლებისდაგვარად გამესწორებინა, პლიუს ტეგებიც შევავსე. ალბომების ყდების დიზაინი ჩემია (ადრე „ტაქსის“ მაგნიტო-ალბომებზეც თვითონ გავაკეთე), ამიტომ ნუ დამძრახავთ, გაფორმება თუ არ მოგეწონებათ, უბრალოდ წაშალეთ. :))
Или - Сектор Дзен © 1987
01-Мы Покидаем 9 Этаж (1:33)
02-Что Ты Понимаешь (4:39)
03-Сектор Дзен (5:31)
04-Болотное Чмо (2:46)
05-Не Вижу Отражения (3:50)
06-Сон (3:42)
07-Странник (2:48)
08-Посмотреть На Вас (3:07)
09-Инструментал (0:48)
10-Инструментал (1:34)
11-Открыл Глаза (2:57)
12-Все Пили Спиртное (3:17)
13-Если Бы Я Захотел (3:05)
Size: 90.94 MB
Playtime: 39:37
Bitrate: 320 kb/s
Playtime: 39:37
Bitrate: 320 kb/s
Album cover: © Niko Tsetskhladze - Red Star [1988]
Labels:
1980's,
Archive,
Georgian Rock,
Ili,
Music,
My Uploads,
Russian,
Tbilisi,
Или,
ჯგუფი „ილი“
Subscribe to:
Posts (Atom)







.jpg)
.jpg)






