Wednesday, December 24, 2008

ჟან ბოდრიარი და ახალ ვირტუალურ გაზეთზე

"გაქრნენ ძლიერი მისწრაფებები და დადებითი, არჩევითი, ატრაქტიული ხასიათის აღტყინება. რაღაც იდუმალი ფაქტორის მოქმედების შედეგად გაქრა გემოვნება, სურვილები, ისევე როგორც ნება. პირიქით, ბოროტი ნება კრისტალიზდა, უარყოფისა და ზიზღის გრძნობა კი საგრძნობლად გაიზარდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ეს ვითარება წარმოადგენს უარყოფითი ენერგიის წყაროს, იგი იწვევს ჩვენში ალერგიულ რეაქციას, რომელიც სურვილის ადგილს იკავებს; აქედან მოდის ჩვენი ცხოვრებით განპირობებული უკურეაქცია ყველაფერზე, რაც გარშემოა; ადამიანს აღარა აქვს რაიმეს შეცვლის სურვილი. ესაა სუფთა, წმინდა წყლის უარყოფა. ჩვენს დროში სიმპათიებმა დაკარგა თავისი კონკრეტულობა, გარკვეული და ცხადი მხოლოდ ზიზღის გრძნობაა. აღარ ვიცით, თუ რა გვსურს, სამაგიეროდ, შესანიშნავად ვუწყით, რა აღარ გვინდა. ადამიანის საქციელი (და ავადმყოფობაც) სულ უფრო კარგავს "ობიექტურ" მოტივაციას; ყველაზე ხშირად ისინი უარყოფის ამა თუ იმ ფორმიდან მომდინარეობენ, რომელიც გვაიძულებს უარი ვთქვათ საკუთარ თავსა და ენერგიაზე ნებისმიერი საშუალებით. შესაბამისად, მათ საფუძველში ერთგვარი ეკზორციზმი დევს და არა მოღვაწეობის ესა თუ ის პრინციპი. ეკზორციზმის ამგვარი ახალი ფორმა (რომელსაც მაგიური კონოტაცია ახლავს) საკუთარ თავზეა მიმართული და ამავე დროს სხვებზეც, ანუ "სხვაზე". იგი შელოცვის ახალი ნაირსახეობაა და შესაძლოა ბოროტების პრინციპის სრულიად ახალ ფორმასაც წარმოადგენს?!"...

ჟან ბოდრიარი - ქალაქი და სიძულვილი
























მიუხედავად სირთულეებისა და ვირტუალური რებრენდიგისა, გადავწყვიტე საკუთარი ვირტუალური გაზეთი გავაკეთო, რომელიც აქ იქნება (დააწკაპუნე). ეს გაზეთი ჩემი ვოლონტიორული სურვილია.

დღეს იმდენი საინტერესო ადამიანი გავიცანი, გული დამწყდა, რომ მათ არავინ იცნობს და არც არავინ ცდილობს დარეკლამებას. ეს მხატვრები და მუსიკოსები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. ბოდრიარის სიტყვები, რაც თემის დასაწყისში მოვიყვანე, ამ ადამიანებს ნაკლებად ეხებათ. მათ ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ აღტყინებისა და ბავშვური ღიმილის უნარი. გემოვნებაც აქვთ და ბევრი სურვილებიც, არც საკუთარ ენერგიებზე უთქვამთ უარი. პლიუს იციან, რაც უნდათ და სამყაროს თუნდაც მცირედ შეცვლაც სურთ. ჩემი გაზეთის სტუმრები იქნებიან ჯერ კიდევ უცნობი და ცნობილი ადამიანები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები, კიდევ სხვა შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლები.
წარმატებები გვისურვეთ.

Tuesday, December 23, 2008

ერმონიას დაბადება

რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით, ერმონია ქუთაისის მფარველი ანგელოზია. ეს ფოტოც ქუთაისში შესვლამდე გადავიღე – ზესტაფონი-ქუთაისის ტრასაზე დიდი ელექტროსადგურია და იქ. ანგელოზები, რა თქმა უნდა ფოტოშოპით ჩავსვი. :D

გაბრიაძის გმირს, ერმონიას, რიგითი ჩვეულებრივი ადამიანისაგან ვერ განასხვავებ, პაპიროზსაც ეწევა, თეთრი შლაპა ახურავს–ხოლმე და დალამბული კოსტუმი აცვია. ზოგჯერ სახურავიდან ალუბლის კურკებს ესვრის გამვლელებს. :D კიდევ ბევრი თვისება აქვს ერმონიას, მაგრამ ამისთვის უმჯობესი იქნება გაბრიაძის წიგნები გადაიკითხო...

ასეა თუ ისე, დღეს იგი ვირტუალურად ბლოგოსფეროში დაიბადა. :)

Friday, October 24, 2008

90-იანების კიდევ რამდენიმე უცნობი კომპოზიცია [1990-1992]

[From ERM0NIA's own home collection]

კასეტებზე კიდევ შემომრჩა გასაციფრულებელი უნიკალური ჩანაწერები. ახლა გთავაზობთ მაგნიტური ლენტიდან რამდენიმე ახლადგაციფრულებულ კომპოზიციას. უმრავლესობას პირველად მოუსმენთ.

01-გოგა ჟორჟოლაძე – მე კარგად ვიცი (ქვეყნდება პირველად)
სიმღერა გოგამ ჩაწერა ჰოლანდიაში ყოფნისას პროფესიონალურ სტუდიაში.





















 



02-გოგა ჟორჟოლაძე – მიძინებული მოგონებები (ქვეყნდება პირველად)
ჩაწერილია უბრალო კოჭებიან (ბაბინებიან) მაგნიტოფონზე ქუთაისში

03-Bajoo – დაგანახებ რეკორდს (ქვეყნდება პირველად)
04-Bajoo – აჭრა (ქვეყნდება პირველად)
05-Bajoo – მფრინავი ხალიჩა (ქვეყნდება პირველად)
06-Bajoo – მწვანე თხა (ქვეყნდება პირველად)
ეს 4 ნაწარმოები ერთ-ერთი პირველი რეპ-კომპოზიციებია, რომელიც საქართველოში ჩაიწერეს. სწორედ ექსპერიმენტულ-იუმორისტული რეპით დაიწყო ბაჯუმ საკუთარი სოლო კარიერა მას შემდეგ, რაც ჯგუფი "აუტსაიდერი" დატოვა, როგორც დრამერმა. სიმღერები ქუთაისის TV "რიონის" როკსტუდიაში კოჭებიან (ბაბინებიან) მაგნიტოფონზეა ჩაწერილი. ტრიოს შემადგენლობა იყო: ბაჯუ, შურა (შემდგომში "შავი პრინცი", "ძებნილი") და ჩიი (შემდგომში ჯგუფ Best History-ს ბას-გიტარისტი).



















07-Bajoo – შენშია ძაბვა, შენშია სისწრაფე (აუდიო ვერსია ქვეყნდება პირველად)
ეს კომპოზიცია (გენერაცია © Bajoo) ბაჯუმ ისრაელში ჩაწერა, რომლის მიხედვით TV "მე-2 არხმა" კლიპიც გადაიღო. ესაა ბაჯუს ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტი ელექტრონულ მუსიკაში.

08-Genetic Code – Ready To Fly
სიმღერა შესულია ჯგუფის პირველ მაგნიტოალბომში.





















 




09-Bajoo & სერგი გვარჯალაძე – შიდსი (აუდიო ვერსია ქვეყნდება პირველად)
აღნიშნული დუეტი ჩაიწერა ქუთაისსა და თბილისში, რომლის მიხედვითაც ქუთაისის TV "რიონში" გადაიღეს ვიდეოკლიპი და TV "მე-2 არხზეც" აჩვენეს.

Genre, Stile: Rock, Rap, Electronic
Size: 45.3 MB
Playtime: 31:20
Bitrate: 224 kb/s (Joint Stereo)

Download:
Password: erm0nia

Wednesday, September 17, 2008

7 ნოემბერი (ოქტომბრის რევოლუციის პატარა) [აბსურდული მოთხრობა]

© humanoidi
© Karll
© Mercully

მინსკის ცრემლიანი რიჟ-რაჟი იდგა. ქალაქში ოფლის სუნი ტრიალებდა. ტროლეიბუსის ფანჯრებიდან ბიჭების ამაოდ მომზირალი თვალები ასხივებდნენ ხოლმე, აქა იქ კი მოჩანდა მტრის სასოწარკვეთილი მანქანა.

ღამურების გამყინავმა ხმამ ემილიან პუგაჩოვის მოედანზე ცენტრალური სადალაქოს ფანჯრებიც კი დაორთქლა.

– ხ... – გაიფიქრა ტროტუარზე ჩამომჯდარმა დათრგუნულმა გოგონამ.
– შ... – მიუგო უჩინარმა ხმამ.
– არა, ხ.
– შ-მეთქი!
– ხ-ზე არ იყო?
– ვივაჭროთ?
– აღარ მინდა, დავიღალე... შეყვარებული მელოდება, გემობანა უნდა ვეთამაშო, ხომ ვიცი, დღესაც იმ სულელი ბეტმენის ფორმა ეცმება, მე კი ძალიან მომენატრა არნოლდი, ჩემი მძახალი.
– გუშინ არ იყო, აღვირახსნილობანას რომ ვთამაშობდით. ისიც მახსოვს, როგორ ჟილკობდი. აბა რა გიდევს მაგ კოხტა ჩანთაში?
გოგონას და ცას ფერი ეცვალა.
– წავედი, უნდა ვივარაუდო. თუ ჩემი ვარაუდი არ გაამართლებს, იქ შევხვდებით.
– პრეზიდენტის ჩუსტები რომ დავმალეთ?
– ჰო.
– რწმენა დამიტოვე. სოროკი მაინც..
– კარგი, იქ შევხვდებით.

ემილიან პუგაჩოვის მოედანზე დილის სუსხი ლოყებს ფაკლავდა. სავსე მთვარე თავის პრინციპს არ ღალატობდა, ლოყები მეზურნესავით დაჰბერვოდა და ყვრიმალებს აჩვენებდა მოსახლეობას. მოედანი ხალხით ივსებოდა. მშვიდობიანი მოქალაქენი ჟიტირდებოდნენ და ჟიტირდებოდნენ. ახალგაზრდა, გამოუძინებელი მტრედების გუნდი სიხარულით ფარფატებდა და ძეგლთა დაცვის კომიტეტის შენობას თავს ავად დასტრიალებდა.

მინსკის „დინამოს“ ტურბაზაზე, რომელიც ტყის პირას მდებარეობდა, მოხუცი კარისკაცი ნიკოლაი არკადიევიჩი წვერს იპარსავდა და თავისთვის ღიღინებდა დაუმთავრებელ და მოუმწიფებელ ბომჟურ მელოდიას კინოფილმიდან „დარიშხანის გასაჭირი“. მისი შველი კი შხაპს იღებდა და აბაზანის პატარა სარკმლიდან პერიოდულად იყურებოდა. კარისკაცის ავლადიდებას პატარა ოთახი წარმოადგენდა, სადაც ბუხარი ენთო და უზარმაზარი მაგიდა იდგა. ძირს შემწვარი ზღარბის ნარჩენები ეყარა, მაგიდაზე კი – ინტერნეტიდან უწესრიგოდ გადმოწერილი ფაილები. კედელზე ვერცხლისფერი ჩარჩო იყო, საიდანაც ლენინის ტორსი იყო გადმოქაჩული, ერთადერთ ლურსმანზე კი ინტერნეტიდან გადმოქაჩული Led Zeppelin-ის „ქაშმირი“ ეკიდა. შველს კი, თავის მხრივ, ნიკოლაი არკადიევიჩი ეკიდა. იგი ჯიუტად განაგრძობდა „არისტონის“ ბაკში ცხელი წყლის დაცლას.

არტიომ შველსკიმ სიგარეტი ფეხსაცმლის ლანჩზე ჩაიქრო. ლანჩზე ნიკოლაი არკადიევიჩიც იყო დაპატიჟებული, ოღონდ მოგვიანებით, სამი კუთხურის შემდეგ. მოხუცმა უკანასკნელი წვერი თვალის დახამხამებაში გადაიპარსა.

– გოგირდის საპონი მომაწოდე მყრალო ბებერო. – ყვიროდა როგორც ცოფიანი, კეთილშობილი ნადირი.
– უფულო კაცი, ტრაკში პალო! – ენითაღუწერელი სარკაზმით უპასუხა კარისკაცმა და რადიოს აუწია. რადიოში მხაზველობითი გეომეტრიის გაკვეთილს გადმოსცემდნენ, მაგრამ ნიკოლაი არკადიევიჩი აცდენდა.
სად იყო და სად არა, „დინამოს“ ტურბაზაში დათრგუნული გოგონა შემოცქრიალდა, პლზენიდან მოდიოდა.
– მოხვედი მაშენკა? – ჩაილაპარაკა ნიკალაი არკადიევიჩმა და ჩაი მოყლურწა.
„საიდან იცის, რომ მაშენკა მქვია?“ – გაიფიქრა გოგონამ.
„საიდან ვიცი, რომ მაშენკა ჰქვია?“ – მხარი აიბა ნიკოლაი არკადიევიჩმა.
– დროზე პირსახოცი შემომიტანე! მორჩი შენს უნიჭო მონოლოგებს!! გაიღვიძე ბებერო! – ყვიროდა შველი.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. პატარა მაშენკა მშობლებმა ტყეში პიკნიკზე წაიყოლიეს. ხისმჭრელებმა მშობლები სმაში აიყოლიეს და თან გაიყოლიეს. მაშენკა მარტო დარჩა. იგი ყველამ მიატოვა. ალბათ შიმშილით მოკვდებოდა რომ არა შველი, რომელიც მიეშველა და იშველა. გამოხდა ხანი. ნიკოლაი არკადიევიჩი ტყეში საძოვარზე გასულიყო. დაღლილს არყის ხეზე ჩასძინებოდა, თან საბრალოს თმაც არყის სუნით გაჯერებოდა. არყის ხემ თავი უხერხულად იგრძნო. ეს ნიკოლაი არკადიევიჩმაც შენიშნა და აბგიდან ხერხი ამოიღო. ხერხის ამოღებას თან შველის გამოჩენა მოჰყვა. შველის გამოჩენაზე მოხუცმა ხმალი იშიშვლა და შველს საშველოსნო ამოაჭრა. მაშენკა გაცეცხლა და მოხუცს ეძგერა. ბაბუას და შველიშვილს მხოლოდ შველი აშველებდა. შველმა გააშველა და ყველას ეშველა. ამის შემდეგ ნიკოლაი არკადიევიჩმა შველი იშველა, მაშენკა კი იშველიშვილა. ყველაფერს ამას მინსკში დაბრუნება მოჰყვა. დაბრუნებისთანავე სამივემ წიგნის მაღაზიას მიაშურა, სადაც უზარმაზარი რიგი დახვდათ ნაწარმოებზე: „ქეთო დაკოტადან“. დიდი არაფერი, უბრალო ვესტერნი, რომელიც თავს ბესტსელერად ასაღებდა. ჰაი-ჰაი, რომ ბესტსელერი არ იყო.



















ჰაუ, ჰაუ ქორო ნუ ფრენ
ნუ ჭამ დედიშენისასა,
თორემ ნაღმი აფეთქდება.
ხარობს ხალხი, ჭმუნავს ერი.

მინსკში გამართეს აღლუმი
პარადს ეძახდა ხალხია
გასრულდა ესე ამბავი
მაშაც არ დარჩა ვალშია.

P. S. ამ საბედისწერო დღეს საშვიდნოემბრო აღლუმზე მაშენკას ტროტილის ნაღმს ლუკაშენკო ემსხვერპლა. 7.11.2006

Monday, September 01, 2008