Thursday, October 24, 2013

შემოდგომის ფოტოები და ბლოგის იუბილე

შემოდგომა რომ ძალიან მიყვარს, ამის მტკიცებას არ შევუდგები. ესაა სეზონი, როცა ჰაერი ძალიან გამჭვირვალეა და ყველაფერი მკვეთრად ჩანს... ბუნების ლამაზ ფერებზე, მწიფე ხილის სუნებზე და სხვა ბევრ კარგ სეზონურ რამეებზე აღარაფერს ვამბობ... ეს ფოტოები ჩვენი ერთობლივი ხეტიალის დროსაა გადაღებული, ძირითადად, თბილისის შემოგარენში. ლისის ტბას მაინც გამოვყოფდი სხვებისგან. იგი ჩვენი საყვარელი სასეირნო ადგილია. წელიწადის ყველა სეზონზე თავისებურად მიმზიდველია. აქ, თუნდაც კუს ტბასთან შედარებით, ნამეტანი სიმშვიდეა და ჩემი აზრით, ბევრად უფრო ლამაზია...

თიკოს შემოდგომაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ჰო, კიდევ... 23 ოქტომბერს ჩემი ბლოგი ზუსტად 8 წლის გახდა. არც ვულოცავ არაფერი, ბლოგია რა. უბრალოდ გამახსენდა. ესეც პირველი პოსტი. მაშინ ბლოგს „ჰუმანოიდის სახლი“ ერქვა და სხვა მისამართზე იყო...





Wednesday, September 04, 2013

სამი უნიკალური ისტორიული აუდიო ჩანაწერი

ალესანდრო მორესკი – ერთადერთი კასტრატი მომღერალი, ვისი ხმაც ფონოგრაფზე ჩაიწერეს

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე მომღერლად აღზრდის მიზნით ნიჭიერ ბიჭუნებს კასტრაციას უკეთებდნენ, ამიტომ მათ სხეულებში მამაკაცისთვის დამახასიათებელი ჰორმონალური ცვლილებები აღარ ხდებოდა და ე.წ. გარდატეხის ასაკის გავლის შემდეგაც კი ხმა არ ეცვლებოდათ, ბავშვის ტემბრს ინარჩუნებდნენ და შეეძლოთ სოპრანოს პარტიების შესრულება.

1870 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ აკრძალა მსგავსი მიზნებით ბიჭუნების კასტრირება, ხოლო უკვე არსებული მომღერალი კასტრატები პაპმა ლეო მე-13-მ თავისი მფარველობის ქვეშ სიქსტის კაპელაში აიყვანა, რათა მათ მშვიდად ეცხოვრათ. იმ დროს ასეთ მამაკაცებს მუდამ დასცინოდნენ.

Wednesday, August 21, 2013

თურქული ხმელთაშუაზღვისპირეთი

დღეს უკვე ბევრი ქართველი სიამოვნებით მოგზაურობს მეზობელ თურქეთში. თიკომ და მე გადავწყვიტეთ წელს თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, ანტალიას მიდამოებში დაგვესვენა. ვცდილობდით შეგვერჩია სასტუმრო მშვიდი პირობებით და ნაკლები ხმაურით. ქართულ სააგენტოში შემოთავაზებული ვარიანტებიდან ავარჩიეთ კიდეც ანტალია-ქემერის გზაზე, დასახლება ბელდიბის ერთ-ერთი სასტუმრო – „სიდნეი 2000“.

ხმელთაშუა ზღვა ანტალიასთან
„თურქიშ ეარვეისის“ ჩარტერულმა რეისმა ანტალიას ახალ და კომფორტულ აეროპორტში დაახლოებით ორ საათში ჩაგვაფრინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავიაკომპანია ქართულ პრესაში რამდენჯერმე მწარედ გალანძღეს, მისი სერვისით ძალიან კმაყოფილები ვართ. პირველად არ გვისარგებლია „თურქიშის“ მომსახურებით და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სერვისი აქვს იმ კომპანიებს შორის, რაც საქართველოშია და ამ მომსახურების კულტურა წლიდან წლამდე შენარჩუნებულია.

Wednesday, May 22, 2013

ქართული ხმელთაშუაზღვისპირეთი

„მე ვცხოვრობდი ქუთაისში, ეს ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქია, კოლხეთის სამკუთხედის მწვერვალი, მისი კიდე. როცა ძალიან გვიან, ბოლოს და ბოლოს იტალიაში მოვხვდი, ჩემთვის ყველაფერი ნაცნობი იყო: ქვების წყობა, და ტროტუარები, და კვიპაროსები, და ყველა ეს ხვიარა მცენარე, რომელთა დასახელებები მხოლოდ ქართულად ვიცი, და ვაზი კედლებზე, და პატარა ვარდები, და კიდევ უფრო პატარები, როგორც ღილები“. 
© რეზო გაბრიაძე

Я жил в Кутаиси, это средиземноморский город, вершина Колхидского треугольника, самый его край. Когда я сильно позже попал в конце концов в Италию, мне там было все знакомо — кладка камней, и тротуары, и кипарисы, и все эти ползучие растения, названия которых я знаю только по-грузински, и виноград на стенах, и мелкие розочки, и еще меньше — как пуговки. 
© Резо Габриадзе

ხვამლის მთა
უქიმერიონის ციხე ხვიარა მცენარეებით

ხედი ბაგრატი-უქიმერიონიდან
ამპრედუზო-მედუზო თეთრ ხიდზე და საიდუმლო ბოქლომი

რიონი თეთრი ხიდიდან

Friday, March 01, 2013

თბილისური ზამთრის ტბები და მშვენიერი ქალბატონი ფლორა

ნისლიანი სიჩუმე / Misty Silence
გაყინული ლისის ტბა / Frozen Lisi Lake
ზამთრის ხე / Winter Tree
გაზაფხულის მოლოდინში / Waiting For Spring