რატომაა აუდიოკასეტის მსმენელისთვის მუსიკის მაგნიტოფონში მოსმენა უფრო კომფორტული,
ვიდრე MP3-ს მსმენელისთვის, როცა ამ უკანასკნელის მოსმენა დღეს პრაქტიკულად
ყველგან შეიძლება? რა თქმა უნდა, ციფრულ მუსიკას ბევრი მარტივი
უპირატესობა აქვს. მაგალითად, MP3 იშოვება იოლად, ბევრი ძალისხმევისა და
ხარჯების გარეშე – ინტერნეტში, პრაქტიკულად უფასოდ. ამავე დროს, არ არის
საჭირო ციფრული მუსიკის: ფიზიკურად ტარება, სადმე ჩადება, ფუტლიარში შენახვა, მტვრის
გადაწმენდა, პლეერში ჩადებისას მუსიკის რეალურ დროში გადახვევა, პლეერის
თავაკის („გალოვკის“) სახრახნისით გასწორება (ყველა კასეტას თავისი
კორექცია სჭირდება), თავაკის სპირტიანი ბამბით თვეში ერთხელ მაინც გაწმენდა. დაზღვეული ხარ მაგნიტური ფირის ჩახვევისაგან, მერე მისი ფრთხილად
ამოღებისგან და გაწყვეტის შემთხვევაში სკოჩით ან ფრჩხილის ლაქით
გადაწებებისგან. ბოლო ოპერაციების დროს კი ჩანაწერის ხარისხი საგრძნობლად
ეცემა. ამავე დროს, ციფრული მუსიკა გადაწერისას ხარისხს არ კარგავს,
თუნდაც მეათასე პირი იყოს. კასეტის ყოველი მომდევნო გადანაწერის ხარისხი
სულ უფრო ეცემა და იკარგება...
Monday, November 26, 2012
Saturday, October 27, 2012
არტ-კლუბი „მესამე კლასის ვაგონი“
[From ERM0NIA's own home collection]
1990-იანი წლების ქუთაისის იატაკქვეშა კლუბების შესახებ ადრეც დამიწერია (იხ. ჩემი სტატიები: „თანამედროვე ქუთაისური პროტესტი და ქართული ტალღა“, „ქუთაისური საუნდი (ნაწილი I)“ და „ქუთაისური საუნდი (ნაწილი II)“). ამ ჩანაწერებიდან ალბათ გახსოვთ, რომ 90-იანებში ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ შექმნილი „ნიღბების კლუბის“ წევრი და ერთხანს პრეზიდენტიც ვიყავი. ჩვენი კლუბი აწყობდა ღია აქციებს ქუთაისის ქუჩებსა და ადგილებზე. 1990-იან წლებში ქუთაისში ხელოვნების კიდევ რამდენიმე კლუბი არსებობდა, მაგალითად, დადაისტური სულისკვეთების „ბონზო“, რომელიც მხატვარმა გელა ღაჭავამ დააარსა, და „მესამე კლასის ვაგონი“, რომელზეც ბლოგის მკითხველს ამჯერად ვუამბობ.
„მესამე კლასის ვაგონი“ 1999 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები იყვნენ: ანდრო ზვერევი, გიორგი ჭიღლაძე, ზაზა ჭიღლაძე, ირაკლი ლიტვინენკო, თემურ ტუკვაძე, ლევან ვეკუა, ლელა ჩილინგარიშვილი, ინგა ხაფავა, ჰამლეტ კოვზირიძე და მაკა ვეკუა. „ვაგონი“ კლუბ „პალატა №6“-ის ერთგვარ სამართალმემკვიდრედ (უკაცრავად ამ იურიდიული ტერმინისთვის) შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც 90-იანების შუა პერიოდიდან არსებობდა. არტ-კლუბში გაერთიანებული იყვნენ მხატვრები, მწერლები, პოეტები და რეჟისორები. ისინი დაარსების დღიდანვე აწყობდნენ სხვადასხვა გამოფენებს, აქციებს და პერფომანსებს. თავისი არსებობის მანძილზე „მესამე კლასის ვაგონმა“ ორი წიგნის გამოცემა მოახერხა. მეტად ორიგინალური იყო პირველი წიგნის, „ART-გაზმის“ გაფორმება, რომელიც ქანჩითა და ჭანჭიკით იყო შეკრული და ამ უკანასკნელის ამოხრახნის გარეშე მისი გადაშლა უბრალოდ შეუძლებელი იყო.
ამ წიგნებით მკითხველი კარგად შეიგრძნობს იმ განწყობებს, რაც 90-იანი წლების ქუთაისის არაორდინარული ახალგაზრდებისთვის იყო დამახასიათებელი: პროტესტი, ნიჰილიზმი, თავისუფლებისადმი სწრაფვა, იმედი, რომანტიკა... კლუბის წევრთა უმეტესობა დღეს ქუთაისში აღარ ცხოვრობს, ბევრმა უცხოეთს შეაფარა თავი.
ეს ორი წიგნი კლუბის რამდენიმე წევრის თანხმობით, ახლახან დავასკანერე და ბლოგის მკითხველს ახლა PDF ფორმატში გთავაზობთ:
Download:
ART-გაზმი, გადადებული სუნთქვის გაკვეთილები

არტ-კლუბის პერფომანსი თბილისში, 2001 წელი. ანდრო ზვერევი, გიორგი ჭიღლაძე და ბლოგის ავტორი |
ეს ორი წიგნი კლუბის რამდენიმე წევრის თანხმობით, ახლახან დავასკანერე და ბლოგის მკითხველს ახლა PDF ფორმატში გთავაზობთ:
Download:
ART-გაზმი, გადადებული სუნთქვის გაკვეთილები
Labels:
1990's,
Archive,
Art,
Art-Club,
Book,
Kutaisi,
My Uploads,
არტ-კლუბი,
ლიტერატურა,
მესამე კლასის ვაგონი,
ქუთაისი
Tuesday, October 16, 2012
George Salagishvili - Instinct (The Beatles In Acid Jazz) © 2004
[From ERM0NIA's own home collection]
გია სალაღიშვილის სოლო შემოქმედება ჩემს ბლოგზე ჯერ კიდევ 2008 წელს ავტვირთე, როდესაც მისი პროგრესივ-როკ ალბომი Wine Bread Water წარმოვადგინე. ამჯერად მისი კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევარი, რომელიც „ბითლზის“ შემოქმედებას მიეძღვნა. ამ პროექტის გაკეთების იდეა გიას ჯერ კიდევ 1990-იანებში ქუთაისში გაუჩნდა და ამავე ათწლეულში ხორცი შეასხა მის კლასიკურ ვერსიას, სადაც თავად ვიბრაფონზე უკრავდა. 1996 წელს ამ პროექტის სატელევიზიო ვერსია გადავიღე და ჯერ ქუთაისის ტვ „ივერიონის“ ეთერში მოხვდა, შემდეგ მისი მოკლე ვერსია მაშინდელი სახელმწიფო ტვ-ს პირველმა არხმაც აჩვენა.

2004 წელს გიორგი სალაღიშვილმა „ბითლზის“ შემოქმედების უკვე ელექტრონული ვარიანტი „სანო“ სტუდიაში ჩაწერა. თუმცა მისი ბენდის წევრების (მათი ვინაობა ჩამოთვლილია ფირფიტის გაფორმებაში, რომელიც ფოტოფაილებად დევს გადმოსაწერ არქივში) ძირითადი ბირთვი ისევ ქუთაისელი მუსიკოსებით იყო დაკომპლექტებული. 1 – 6 ლენონ-მაკარტნის ეკუთვნის, ხოლო 7 – 9 კომპოზიციები გიას ნაწარმოებებია.
George Salagishvili - Instinct (The Beatles In Acid Jazz) © 2004
01-Michael (4:59)
02-Norwegian Wood (5:17)
03-And I Love Her (4:51)
04-Oh Darling (6:44)
05-Eleonor Rigby (3:31)
06-Hey Jude (5:39)
07-Seven Notes (4:33)
08-Eklesiaste (5:05)
09-If I Get To Heaven (5:33)
Genre: Rock, Jazz
Stile: Acid Jazz
Size: 104.6 MB
Playtime: 46:12
Bitrate: 320 kb/s (Joint Stereo)
Download:
Password: erm0nia
Labels:
Archive,
Georgian,
Georgian Rock,
Gia Salaghishvili,
Kutaisi,
Music,
My Uploads,
გია სალაღიშვილი
Sunday, September 16, 2012
ცა სტოკჰოლმის თავზე / The sky over Stockholm
ჩვენი შვებულებიდან ერთი კვირა თიკომ (მისი მონათხრობი აქაა) და მე შვედეთში გავატარეთ. სტოკჰოლმში ჩემმა ძველმა მეგობარმა, ქუთაისელმა მხატვარმა ანდრო ზვერევმა და მისმა მეუღლემ, სოფომ მიგვიპატიჟეს. იქ ყოფნისას 1000-ზე მეტი ფოტო და უამრავი ვიდეო გადავიღეთ, რომლებსაც ბლოგზე ნელ-ნელა განვათავსებ. შვედური ფოტოების პირველ ნაწილს პირობითად „ცა სტოკჰოლმის თავზე“ დავარქვი. ჩვენი იქ ყოფნისას საკმაოდ გრილოდა და დღის განმავლობაში ამინდი ხშირად იცვლებოდა. სტოკჰოლმში ცა ყოველთვის მიმზიდველია და ხშირად თვალში გხვდება. ეს ალბათ იმიტომ, რომ მრავალსართულიანი სტოკჰოლმი არ არსებობს. ყველაზე მაღალი შენობა ამ ქალაქში სატელევიზიო კოშკია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით, რომ სტოკჰოლმი ძალიან მომეწონა თავისი ოქროსფერი შემოდგომით, მიმზიდველი ცითა და საოცრად სუფთა ჰაერით. დანარჩენ ფოტოებს მერე გამოვაქვეყნებ. :)
მეორე ნაწილი ნახეთ აქ: სტოკჰოლმი / Stockholm (Photos & Video) (Part 2)
მეორე ნაწილი ნახეთ აქ: სტოკჰოლმი / Stockholm (Photos & Video) (Part 2)
Saturday, August 18, 2012
Tuesday, July 10, 2012
Children's Medicine - საბავშვო მედიცინა
ვისაც ჯგუფი „ტაქსი“ მოსწონს, ალბათ, კარგად მოეხსენება, რომ დადა დადიანის მეორე ძალიან საინტერესო პროექტი იყო „საბავშვო მედიცინა“, რომელიც მუსიკოსის საქართველოდან წასვლამდე არსებობდა თბილისში და მისი წევრები იყვნენ:
დადა დადიანი – ვოკალი, გიტარა, დასარტყამები, კლავიში;
ჯოზეფა – ბას-გიტარა, სასულე ინსტრუმენტები;
ირაკლი ჩარკვიანი – კლავიში, ვოკალი.
„იუტუბის“ ჩემს არხზე ატვირთული მაქვს 1992 წლის ქუთაისის კონცერტის „საბავშვო მედიცინის“ ერთი სიმღერა:

ეს ალბომი კი დადას მიერაა მომზადებული და იგი მოიცავს „საბავშვო მედიცინის“ 1991-92 წლებში გაკეთებულ ჩანაწერებს.
Children's Medicine - The Album Recorded Live At Various Venues Through Out Tbilisi, Moscow And Eastern Europe 1991 - 1992 © 1992
01-Aliza Just Waits (2:27)
02-Alone In The Movie (2:32)
03-Around Your House (2:19)
04-How Can I Suffer (3:21)
05-I Need More (3:53)06-I Need Your Love (4:16)
07-I Think It Goes Down (3:33)
08-I'm In The Dance (3:41)
09-შედიხარ ტყეში (3:55)
10-Singing Of Chan (The God Of Caffeine And Nicotine) (4:57)
11-Beautifull Days Are To Come (3:11)
Genre: Rock, Electronic
Stile: Indie, New Wave
Size: 70.14 MB
Playtime: 38:05
Bitrate: 256 kb/s (Joint Stereo)
Download:
Password: erm0nia
Labels:
Archive,
Children's Medicine,
Dada Dadiani,
Music,
My Uploads,
Tbilisi,
ტაქსი
Tuesday, June 19, 2012
ჩემი პირველი ფოტოგამოფენა
ბანკ „რესპუბლიკის“ თაოსნობით, თავისუფლების მოედანზე მდებარე ამავე ბანკის ოფისში დაიწყო ჩემი და თორნიკე ზიზიაშვილის (IPN-ის ფოტოკორესპონდენტი) ერთობლივი მცირე ფოტოგამოფენა. თუ მოხვდებით ძველ მერიასთან, შეგიძლიათ იქვე შეირბინოთ ბანკ „რესპუბლიკას“ ოფისში და თვალი შეავლოთ გამოფენას აგვისტოს დასაწყისამდე.
Labels:
About ERM0NIA,
Bank „Republic“,
Exhibition,
My photos,
Photos
Monday, June 18, 2012
90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა
რეალური და სათამაშო ომები დემილიტარიზებულ ზონაში
ჩემი კოლეგის, თამაზ (თაზო) მჭედლიძის ეს სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ტაბულა Art“-ის სპეციალურ ნომერში, რომელიც გასული საუკუნის 1990-იანი წლების ქართულ ალტერნატიულ მუსიკას დაეთმო. ამ დღეებში თაზომ თავისი სტატიის ორიგინალი მომაწოდა, რომელიც ძალიან მომეწონა. მასში პრაქტიკულად არაა „მშრალი ფაქტები“, რითიც სავსეა ამ თემაზე შექმნილი ბევრი სტატია. ესაა საკმაოდ ღრმა და საინტერესო ანალიზი იმ ეპოქის შესახებ, რომელიც თავადაც ძალიან მაინტერესებს, რადგან, ასევე, მისი ცოცხალი მონაწილე გახლავართ. „90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა“ ჩემს ბლოგზე, თაზო მჭედლიძის თხოვნით, პირვანდელი (და არა „ტაბულა Art-ში“ დარედაქტირებული) სახით ქვეყნდება.
© თამაზ მჭედლიძე
90-იანებში, ჩაბნელებული სახლების და ანთებული გულების ეპოქაში, ქართულ სინამდვილეში ახალი, კოლორიტული კულტურული ფენომენი გაჩნდა – ქართული ალტერნატიული მუსიკა. მაგრამ ბევრი საინტერესო (პატარა ქვეყნის პირობაზე), თავისებურად განუმეორებელი სტილის ჯგუფის მიუხედავად, მასზე ისევე ძნელია წერა, როგორც რაიმე არარსებულზე.
პირადად მე საკმარისად მახსოვს ანდერგრაუნდული თუ „ოვერგრაუნდული“ როკ-კონცერტები, რომლებზეც რაღაც საინტერესო ხდებოდა, ხან მუსიკის ხან ტექსტის და ხან ზოგადი განწყობის საშუალებით. ჩანასახის მდგომარეობაში მაინც არსებობდა ალტერნატიული სუბკულტურაც თავისი „გმირებით“, მითებით და იდენტობის სიმბოლოებით. რაც მთავარია ხანდახან ჩნდებოდა განცდა, რომ ჩვენი ალტერნატიული როკ-სიმბოლოების მუსიკა გამოხატავდა რაღაც „ყველაზე მთავარს“, რაზეც ლაპარაკს მათ გარდა ვერავინ ბედავდა. მაგრამ ეს ყველაფერი თითქმის უკვალოდ გაქრა.
კვალში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც პროდუქტს – დისკებს, კლიპებს. ალტერნატიული მუსიკის და საერთოდ კონტრკულტურის მთავარი პროდუქტი საზოგადოების ცნობიერების, ცხოვრების წესის შეცვლაა. უარესისკენ თუ უკეთესისკენ ეს გემოვნების საკითხია. დასავლური საზოგადოება ჯიმ მორისონის, ვუდსტოკის, „ველვეტ ანდერგრაუნდის“ შემდეგ უკვე სხვა იყო ვიდრე მანამდე; „პანკ-რევოლუციის“ შემდეგ სხვა; ტექნოს და ელექტრონული მუსიკის განვითარებამ კი სულ სხვა ცხოვრების წესი დაამკვიდრა.
საქართველოში, 90-იანების „ალტერნატივშიკების“ ჩატარებული ყოველი აქცია ხშირად სიცოცხლის რისკთანაც კი იყო დაკავშირებული. თავი რომ დავანებოთ მუსიკას, ტექსტებს და ზოგჯერ დემონსტრატიულად გამომწვევ ქცევებს, უბრალოდ მათი გარეგნობაც კი აგრესიას იწვევდა. მახსოვს ე.წ. მატარებლის ფესტივალიდან დაბრუნებული ერთი პანკ-მუსიკოსი მიყვებოდა, რომ რომელიღაც პროვინციულ ქალაქში, სცენაზე გასვლისთანავე მათკენ ქვების წვიმა წამოვიდა. ირაკლი ჩარკვიანის კლიპს „შენ აფრენ“, პარლამენტშიც კი მოჰყვა მრისხანე განხილვა „ტრადიციების ერთგული“ დეპუტატებისგან. სერიოზული პრობლემები ჰქონდა რობი კუხიანიძესაც („აუტსაიდერი“) – რამდენიმე კონცერტის წინ, ორგანიზატორები მისი სიმღერების ორგანული ნაწილის – უცენზურო სიტყვების ამოღებას მოითხოვდნენ.
Labels:
1990's,
About Music,
Georgian Rock,
თამაზ მჭედლიძე,
სტატია
Sunday, June 17, 2012
გოგა ჟორჟოლაძე - Homegrown © 1999
[From ERM0NIA's own home collection]
გოგა ჟორჟოლაძე ჩემი ქუთაისელი მეგობარია. იგი კარგი მუსიკოსი, მხატვარი და მელომანია. მახსოვს, 90-იანების დასაწყისში მის სახლი-სტუდია სავსე იყო უმაღლესი ხარისხის აუდიო ჩანაწერებით, ვინილის ფირფიტებით, მაგნიტოფირებითა და, რაც მაშინ იშვიათი იყო, კომპაქტ-დისკებით.
გოგა ერთ-ერთი ვეტერანი ქუთაისელი პანკი, როკერი და ალტერნატივშიკია, რომელსაც უყვარდა და უყვარს „ახალი ტალღა“, პოსტ-პანკი, რეგეი, ფანკი და ა.შ. მასთან ჩემი ძველი ინტერვიუ წაიკითხეთ აქ.
90-იანების მიწურულს გოგამ თავისი სახლის სტუდია სრულყო და მასთან ჩაიწერა 1990-იანების თითქმის ყველა ქუთაისელი შემსრულებელი. 2002 და 2003 წლებში სწორედ მის სტუდიაში ჩაიწერა ორი ლეგენდარული ქუთაისური კომპილაცია („ქართული ტალღა 1 და 2“) ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით.
ახლა გოგას ალბომი Homegrown მინდა წარმოვადგინო, რომელიც მუსიკოსმა 1999 წელს საკუთარ სტუდიაში ჩაწერა და მაგნიტოალბომის სახით გამოვიდა. იგი გაციფრულებული და მცირეოდენ რემასტერირებულია ჩემ მიერ. დასაჭაშნიკებლად ეს ერთი სიმღერა აქვე გასინჯეთ:
გოგა ჟორჟოლაძე - Homegrown © 1999
01-Hand That Rocks The Cradle (5:20)
02-Blowing In The Wind (4:13)
03-ჩემი უბანი (5:26)
04-The Bean Eaters (4:29)
05-Johny B. Good (2:54)
06-Обстановочка (2:59)
07-მიძინებული მოგონებები (4:13)
08-80-იანი წლები (5:49)
09-Back In The City (5:45)
10-მინდა (3:29)
11-მე კარგად ვიცი (4:57)
12-Табурет (Groove) (3:03)
13-Табурет (Punk) (2:46)
14-შენი თვალები (4:32)
Genre: Rock
Stile: New Wave, Post-Punk, Alternative
Size: 86.38 MB
Playtime: 59:55
Bitrate: 192 kb/s (Joint Stereo)
Password: erm0nia
Labels:
Archive,
Georgian Rock,
Goga Zhorzholadze,
Kutaisi,
My Uploads
Wednesday, June 06, 2012
ქუთაისური (ქართული) ტალღა I და II © 2002 - 2003
[From ERM0NIA's own home collection]
ამ ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა ჩემი ქუთაისელი მეგობრის – გოგა ჟორჟოლაძის სახლის სტუდიაშია გაკეთებული. ისინი იმითაა საინტერესო, რომ ამ კომპოზიციებს 1990-იანების და ახალი საუკუნის დასაწყისის თითქმის ყველა ქუთაისელი როკშემსრულებელი ასრულებს. ორივე ალბომი, რომელთაც აქ გთავაზობთ, ქუთაისში აუდიოკასეტის სახით გამოვიდა. თუმცა, ამჯერად ამ სიმღერების ორიგინალ ციფრულ ვერსიებს გიზიარებთ. ალბომები პირველად 2006 წელს გამოვაქვეყნე ფორუმ.ჯი-ს ჩემს თემაში, რომლის პირველ პოსტშიც დავწერე:
„ეს არის ყველაზე ახლობელი მუსიკა, რომელიც ჩემს ირგვლივ იქმნებოდა წლების
განმავლობაში, სანამ ამ ქალაქიდან წამოვიდოდი. სიმღერები იწერებოდა უშუქო
სარეპეტიციოებში, აკუსტიკურ გიტარებზე, სადაც დასარტყამებად ვიყენებდით
მიტოვებული ტროლეიბუსიდან მოპარულ სკამებსაც კი, ქუჩებში, თითქმის
ყოველდღიურ არაყო-ლუდურ ტუსოვკებზე რიონის სანაპიროზე, „ტიტანიკზე“, ღამის
ქუჩებში, ქალაქგარეთ, ქალაქშიგნით, ქალაქზემოთ, ქალაქქვემოთ და ა.შ.
2002 და 2003 წლებში ქუთაისელმა როკ-მუსიკოსებმა ორი ალბომი „ქართული ტალღა-I“ და „ქართული ტალღა-II“ ჩაწერეს. ეს კომპილაციები ვეტერანი ქუთაისელი პანკმუსიკოსის, გოგა ჟორჟოლაძის სახლში გაკეთდა. ჩანაწერის ხარისხი, რა თქმა უნდა, არ არის მსოფლიო სტანდარტების, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით იმ პერიოდის ქუთაისელ მუსიკოსებსა და ქუთაისურ მუსიკაზე.

ამ პროექტში გამონაკლისის სახით მხოლოდ ორი არაქუთაისელი მუსიკოსის, ლადო ბურდულისა
(თბილისი) და ფრედი პაიანის (საფრანგეთი, თბილისური ჯგუფიდან „შუქი
მოვიდა“) სიმღერები შევიდა. თუმცა, ბურდულის „სიყვარულის ანგელოზოც“ ქუთაისში, გოგა ჟორჟოლაძის სახლის სტუდიაშია ჩაწერილი“.
მარტო ძველ ამბავს არ ვიხსენებ, – ეს ჩანაწერები ასეთი კარგი ხარისხით (320 kb/s) ჯერ არსად გამომიქვეყნებია. და კიდევ, პირველ ნაკრებს ბონუსის სახით დავამატე ქუთაისური ჯგუფის, „პულსის“ 3 სიმღერა – „მთვარე“, „გველი“ და „ცარიელი ჯიბე“, რომლებიც ასევე გოგას სტუდიაში ჩაიწერა. ერთი პერიოდი ამ ჯგუფში მეც ვუკრავდი.
ქართული ტალღა I © 2002
01-Best History – ისმინე სწავლის მძებნელო
02-გოგა ჟორჟოლაძე – Taburet
03-Alco – Напёмся
04-ბურუსი – La-La-La-La
05-ბუნკერი – ბ.ი.პ.ი.შ. (ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი)
06-წამი – I Just Know Your Name
07-Raplix – შეჩერდი
08-გოგა ჟორჟოლაძე – მაქცია
09-Best History – ჩუ–ფუ
10-ბუნკერი – Смерть
11-Alco – Луна-Самка
12-ბურუსი – ხარხარებს მოთქვამს
13-ხუან პაბლო ტატოია – უვიცი
14-გოგა ჟორჟოლაძე – Brujo
15-წამი – You Are Wrong
16-Best History – ბურატინო
17-Machia & Co. – Apocalipsis
18-პულსი – მთვარე [Bonus]
19-პულსი – გველი [Bonus]
18-პულსი – მთვარე [Bonus]
19-პულსი – გველი [Bonus]
18-პულსი – ცარიელი ჯიბე [Bonus]
Labels:
Archive,
Georgian,
Georgian Rock,
Goga Zhorzholadze,
Kutaisi,
Music,
My Uploads
Tuesday, May 01, 2012
პრიმიტივი – ფილმი-კონცერტი
[From ERM0NIA's own home collection]
ეს ფილმი, რომელიც ახლა მინდა წარმოვადგინო, ჯგუფ „აუტსაიდერის“ 1997 წლის 5 სექტემბერს, პარასკევს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის (გეპეის) კლუბის ფოიეში გამართული კონცერტ „პრიმიტივის“ მიხედვით გაკეთდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში „აუტსაიდერის“ რეპეტიციები იმართებოდა ქუთაისის მიწისქვეშა თავშესაფრის (ე.წ. бомбоубежище) ერთ-ერთ მეტად ჩახუთულ, ნესტიან და უჰაერო ოთახში. ჯგუფი შესანიშნავ ფორმაში იყო და, ჩემის აზრით, მსგავსი დრაივის კონცერტი „აუტსაიდერს“ ქუთაისში არ გაუმართავს. მას ჯერ არ ჰქონდა დაწყებული მუშაობა აკუსტიკურ პროექტზე. ეს უკანასკნელი იმიტომ ვახსენე, რომ ერთი წლის შემდეგ უკვე აკუსტიკური კონცერტით ბენდი, პირველ რიგში, თბილისელი მაყურებლის წინაშე რუსთაველის „თეატრალურ სარდაფში“ წარსდგა (ამ კონცერტის მასალებსაც მალე ავტვირთავ). ეს კონცერტი ცოცხლად ჩაიწერა და ოდნავ მოგვიანებით ალბომიც გამოვიდა ასეთივე სახელწოდებით – „პრიმიტივი“...
მაგრამ ახლა, მოდით, ისევ ქუთაისში დავბრუნდეთ და გავიხსენებ 5 სექტემბერს. ქუთაისის „პრიმიტივამდე“ იყო ბათუმის „პრიმიტივი“ (ჩანაწერიც არ იძებნება). კონცერტზე, როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, სიმღერა „ქალაქში ბნელას“ შესრულების დროს, ელექტროენერგია გაითიშა. მაშინ ბევრი ამტკიცებდა, რომ ეს ასლან აბაშიძის ხელისუფლების უშუალო მითითებით მოხდა. თუმცა, თავად ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან არ გახლდით ბათუმის კონცერტზე. სამაგიეროდ ვიყავი ქუთაისის „პრიმიტივზე“, ოღონდ რადიოსტუდიაში, იქვე „გეპეის“ კლუბის ზედა სართულზე, სადაც ჩვენი რადიო მდებარეობდა. „ნიღბების კლუბის“ წევრებმა და რადიოს თანამშრომლებმა საკონცერტო მიქშერიდან კაბელი ავიყვანეთ ჩვენს სტუდიამდე და ეს კონცერტი რადიო-ეთერში ცოცხლად გადაიცემოდა.

Live,
Music,
My Uploads,
Outsider,
TV,
ნიღბების კლუბი
Friday, April 20, 2012
„ნიღბების კლუბის“ ისტორიული აქცია-პრეზენტაცია
[From ERM0NIA's own home collection]
2012 წლის 7 მაისს ზუსტად 15 წელი შესრულდება „ნიღბების კლუბის“ ოფიციალური პრეზენტაციიდან, რომელიც ე.წ. „რიტუალების დარბაზში“ ჩატარდა. ამ ადგილას, როგორც წესი, ქელეხები, სხვადასხვა წვეულებები და ქორწილებიც იმართებოდა. 90-იანებში ასეთი ადგილები ქუთაისში მრავლად იყო.
აქციის ძირითადი ორგანიზატორები „ნიღბების კლუბის“ წევრები ვიყავით. აღნიშნული კლუბი ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ 1995 წელს ჩამოვაყალიბეთ ქუთაისში და ჩვენს გეგმებში სხვადასხვა აქციების (აქცია-რეპეტიციების, გამოფენების, კინოჩვენებების და ა.შ.) მოწყობა შედიოდა, რომლებსაც ქალაქის სხვადასხვა ადგილებში – ავტოფარეხებში, ღია ცის ქვეშ – ქუჩებში, მერიის წინ, ნანგრევებში, კრივის დარბაზებში, სამხატვრო სკოლებში, კინოთეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში ვატარებდით. ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ სხვა დროისთვის იყოს.
1997 წლის 7 მაისს ქუთაისში ქართული ალტერნატიული მუსიკოსები შევკრიბეთ. თბილისური ჯგუფები რობი კუხიანიძემ მოიპატიჟა. აღნიშნული აქციის ძირითადი ნაწილი მთელი სამი საათი მიმდინარეობდა, რომელსაც საკუთარი სატელევიზიო ეთერი დაუთმო დასავლეთ საქართველოს ტელერადიოკომპანია „ივერიონმა“, სადაც მეც ვმუშაობდი და მთელი კონცერტის განმავლობაში პირდაპირი სატელევიზიო ჩართვები მქონდა... მომიტევეთ ჩემი მაშინდელი რბილი „ლ“-ებისთვის. :D
დარბაზში შეკრებილთაგან უმეტესობა ალტერნატიული მუსიკის მოყვარული იყო, ზოგი შემთხვევით მოხვდა და თავიდან გაოცებული იყურებოდა, მერე კი უკვე ყურადღებით უსმენდა თითოეულ შემსრულებელს. რა თქმა უნდა, მთელს კონცერტს წითელ ხაზად გასდევს C2H5OH-ით გაზავებული საკმაოდ მსუყე ფონი, რომლის ზეგავლენის ქვეშ მუსიკოსებთან ერთად კონცერტის თუ ტელე წამყვანებიც ვიყავით (მის გარეშე ხომ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო 1990-იანების ქართული სინამდვილე).
Labels:
Amorali,
Archive,
Best History,
Energoresursi,
Georgian Rock,
Kutaisi,
Music,
My Uploads,
My Videos,
Outsider,
Overbalance,
Snake's Home,
TV,
Ze
Thursday, April 19, 2012
მულტსერიალი Versus
დღეს, ამ კონვეიერულ ეპოქაში ძალიან მოდაშია ყველაფრის ერთმანეთზე შედარება და ერთმანეთთან დაპირისპირება, ე.წ. "ვერსუსები". ამ საკითხზე საკაიფო მულტფილმები გააკეთა გასართობმა ინტერნეტ-ტელევიზიამ Tvigle-მ.
Monday, April 16, 2012
ჩრდილოეთი ნაკლებია სამზე
ჩემს კომპში ოთხი ახალი ფოტო-საქაღალდე გაჩნდა ჰორიზონტის მხარეების დასახელებით. ახლა ერთ-ერთი მათგანიდან, "ჩრდილოეთიდან" ამოვკრეფ რამდენიმე ფოტოს. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი ახალი წასულია და ცივი, პირქუში ფოტოების დადება ამ მხრივ ნამდვილად "არამომგებიანი" იქნება, მაინც გაჩვენებთ მათ. რა თქმა უნდა, ყოველი ფოტოს ავტორიც მივუთითე. ამ ფოტოებიდან რაღაც ნაწილს ჩემს საყვარელ Google Earth-ზე მივაგენი, როცა ჩუკოტკისა და კამჩატკის ნახევარკუნძულებს ვათვალიერებდი. რატომ წავბორიალდი ასე ჩრდილოეთით, ნამდვილად არ ვიცი. ბევრი ფოტო კი ჩემი ბლოგროლის სხვადასხვა სამოგზაურო ბლოგებიდან გადმოვქაჩე. ასე რომ, ბევრს აღარ გავაგრძელებ... :)
Saturday, March 03, 2012
Элтон Джон И Александр Градский © 1979
საბჭოთა კავშირში ერთ დროს ასეთი გამჭვირვალე და ლურჯი ფერის ფირფიტებიც გამოდიოდა და მათ Мелодия გამოსცემდა. ჩანაწერი აუცილებლად მონოფონური და საშინელი ხარისხისა უნდა ყოფილიყო. აი, ასეთი იყო "კაპიტალისტური" ქვეყნების აკრძალულ შემსრულებელთა ხვედრი. თანაც ასეთი საბჭოთა "სინგლების" მეორე გვერდზე აუცილებლად "სამამულო" შემსრულებელი უნდა ჩაეკვეხებინათ. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, აუცილებლად ფილარმონიული და ოფიციოზისთვის მისაღები არტისტი გახლდათ.
წინამდებარე ფირფიტა, ფაქტობრივად, გამონაკლისია, რადგან მის მეორე გვერდზე ალექსანდრ გრადსკის 1972 წლის სიმღერა Только Ты Верь Мне-ა ჩაწერილი, რაც საბჭოთა რუსული როკის ერთ-ერთ ადრეულ სიმღერად ითვლება, ხოლო გრადსკი საბჭოთა როკის პიონერადაა შერაცხული. რაც შეეხება, ელტონ ჯონს, მისი შემოქმედება აღებულია მუსიკოსის ერთ-ერთი საუკეთესო ადრეული ალბომიდან Goodbye Yellow Brick Road. ამ ლურჯ, გამჭვირვალე ფირფიტაზე დატანილი მისი ორივე სიმღერა, სწორედ ამ 1973 წლის ალბომშია შესული.
მსგავს ფირფიტებზე ადრე საბავშვო და ჩვეულებრივი ჟურნალებიც გამოდიოდა, აგრეთვე, "მელოდია" მათზე ჩაწერილ ინგლისური და სხვა ენების გაკვეთილებსაც უშვებდა. თბილისის "მელოდიის" წინამდებარე ფირფიტა (რომლის ფოტოებსაც ხედავთ) გაყიდვაში 1979 წელს გამოვიდა. მას ხშირად ვუკრავდი ბალღობაში და დღემდე შემომრჩა. ქვემოთ, პლეერში შეგიძლიათ მოუსმინოთ ფირფიტაზე შესულ სამივე სიმღერას, რა თქმა უნდა, კარგი და არა იმ ფარფატა ფირფიტის ხარისხით.

P.S. პირწიგნაკზე გასაზიარებელი ბმული ესაა.
Labels:
About ERM0NIA,
Elton John,
Music,
My Uploads,
USSR,
Александр Градский,
Мелодия
Tuesday, January 31, 2012
Subscribe to:
Posts (Atom)